დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.149.016011 |
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №6
2025 წლის 7 თებერვალი
კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2025 წლის 22 იანვრის №82-822502263 წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2025 წლის 09 იანვრის №2643 მომართვის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2025 წლის 09 იანვრის №2643 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. მიენიჭოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩას სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი თან ერთვის ორ ფურცლად).
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე;
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები