„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017293
9
19/02/2025
ვებგვერდი, 20/02/2025
120000000.22.026.017293
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №9

2025 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 7 თებერვლის №27 ბრძანებაში (ვებგვერდი, 08/02/2024; სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017204) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს:

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ელექტრონული), დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმები:

ა)  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (ელექტრონული) (დანართი №1);

ბ) დადგენილება ჯარიმის დადების შესახებ (დანართი №2);

გ) დადგენილება გაფრთხილების დადების შესახებ (დანართი №3);

დ) დადგენილება საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №4);

ე) სააღსრულებო ფურცელი (დანართი №41).

2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა (ელექტრონული) და დადგენილების ფორმების შევსების და სააღსრულებო წარმოების წესი (დანართი №5).“.

2. დამტკიცდეს  N4დანართი თანდართული რედაქციით:

დანართი 41

სააღსრულებო   ფურცელი

(სააღსრულებო ფურცლის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო)

_____________________________________________________________________­­­­_____

(დადგენილების გამოტანის თარიღი)

­­­­­­­­­­­­­­

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-–––––––––––

(სამართალდარღვევის აღწერა)

დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დადგენილების ძალაში შესვლის თარიღი:

კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:

კრედიტორის დასახელება: 

საიდენტიფიკაციო კოდი:

მიმღების ბანკი:

ბანკის კოდი:

საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:

მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:

სახელი, გვარი/სახელწოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––

მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

პირადი ან საიდენტიფიკაციო № –––––––––––––––––––––––––––––––––

სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: –––––––––––––––––––––––

 _________________________________

     უფლებამოსილი პირის ხელმოწერა                                                                                                      

“.

3. ბრძანებით დამტკიცებული 5 დანართის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა (ელექტრონული) და დადგენილების ფორმების შევსების და სააღსრულებო წარმოების წესი;

) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (ელექტრონული) (შემდგომში – ოქმი) შევსებაზე, აგრეთვე საქმის განხილვაზე და სახდელის დადებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს, აგრეთვე ოქმის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული დადგენილების (შემდგომში – დადგენილება) შევსების და სააღსრულებო წარმოების წესს.“;

) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:

მუხლი 6

1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პირის მიერ ჯარიმის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შესაბამისი დადგენილება ჯარიმის დადების შესახებ იძულებით აღსრულდება ზემოაღნიშნული კოდექსის 291-ე მუხლითა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და აღსასრულებლად წარდგენის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იძულებით აღსასრულებლად მისაქცევი დადგენილების გამომტანი უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი