დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018640 |
|
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) და:
1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1): ა) მე-20 მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტის: ა.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დაწესებულება, პირველი აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამაზე წარადგენს სააკრედიტაციო განაცხადს;“; ა.ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაწესებულება აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარადგენს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;“; ა.ა.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დაწესებულება აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში წარადგენს ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას;“; ა.ბ) მე-7 – მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ა.გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12.აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების მონაწილეობის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისას ან ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, ინგლისურ ენაზე თავად წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიშის და მასზე დასართავი იმ დოკუმენტაციის თარგმანი, რომელთა ინგლისურ ენაზე თარგმნის მოთხოვნაც მითითებულია აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში.“; ა.დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის მიზნით, ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის ვადა ეწურება პირველი იანვრიდან პირველი ივლისის ჩათვლით, სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება წინა წლის პირველი ივლისიდან პირველი ნოემბრის ჩათვლით, ხოლო თუ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის ვადა ეწურება კალენდარული წლის 2 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება წინა წლის პირველი დეკემბრიდან მიმდინარე წლის პირველი მაისის ჩათვლით.“; ა.ე) მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადებზე.“; ბ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნით სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში – 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს სააკრედიტაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.“; გ) 24-ე მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრში ოფიციალურად წარდგენიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.“; გ.ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი: „23. დაწესებულება უფლებამოსილია მიმართოს ცენტრს, ამ დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური ფორმით წარმოდგენილი – მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის შეყვანის თხოვნით, რის შესახებაც დაწესებულება მიუთითებს სააკრედიტაციო განაცხადის წარმოდგენის შესახებ წერილში.“; გ.გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ექსპერტი, როგორც ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე, დასკვნის პროექტის/დასკვნის შედგენის ეტაპზე, ვერ ახორციელებს მის ფუნქციებს, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის მოვალეობა ეკისრება ამავე ჯგუფის რომელიმე სხვა ექსპერტს.“; გ.დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლენს ცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს.“; დ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი სააკრედიტაციო ვიზიტამდე გამართული მოსამზადებელი შეხვედრ(ებ)ის ფარგლებში დასკვნის შესადგენად ადგენს ვიზიტის ფარგლებში დამატებით შესასწავლ საკითხებს.“; ე) 26-ე მუხლის: ე.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკრედიტაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.“; ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.“; ე.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-8 და მე-9 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე განხორციელდეს დისტანციურად, ან ნახევრად დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 9. დისტანციურად ან ნახევრად დისტანციური ფორმით განხორციელებული შეფასების პროცესის მეთოდოლოგია მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; ვ) 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგანმანათლებლო პროგრამა „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის ყველა კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით – როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან. 3. საგანმანათლებლო პროგრამა „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“. ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ამ სტანდარტის მხოლოდ ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“. მოცემულ შემთხვევებში, საგანმანათლებლო პროგრამა არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან.“; ზ) 272 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.“; თ) 274 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამ დებულების 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სააკრედიტაციო ვიზიტის ფარგლებში, დაწესებულებისგან გამოთხოვილ დამატებით დოკუმენტაციას.“; ი) 275 მუხლის: ი.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებასთან ერთად საბჭოს მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის თაობაზე ცენტრის მიერ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ვადაში საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ცენტრის წარდგინებით საბჭო განიხილავს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხს.“; ი.ბ) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „33. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამასთან (გარდა უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამისა) მიმართებით, საბჭოს მუდმივი და მოწვეული წევრების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ან ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭო დაწესებულებისთვის დადგენილ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, განსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას აკრედიტაციის ვადის განმავლობაში.“; ი.გ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამის ყოველი მომდევნო აკრედიტაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებაში მიეთითება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი, რომლის განსაზღვრისას საბჭო ითვალისწინებს დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე წარმოდგენილ ვადას.“; ი.დ) 72 პუნქტი ამოღებულ იქნეს; კ) 276 მუხლის: კ.ა) პირველი პუნქტის ბ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1. ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ან ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“ და სტანდარტის მეტწილად შესაბამისობა განპირობებულია ამავე სტანდარტის არაუმეტეს ერთი კომპონენტის შეფასებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შესახებ და მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით ამ დებულებით დადგენილი წესით დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ (არაუმეტეს 2 წლის ვადაში), რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;“; კ.ბ) 25 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „25. ამ მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესით დაწესებულების მიერ წარდგენილ ანგარიშს შეისწავლის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი შესაბამისი დარგის ექსპერტი. ცენტრის მიერ დაწესებულებას ეგზავნება ინფორმაცია აკრედიტაციის ექსპერტის შესახებ, რომელიც შეისწავლის დაწესებულების მიერ წარდგენილ ანგარიშს.“; კ.გ) 212 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 213 პუნქტი: „213. აკრედიტაციის ექსპერტის თვითაცილების ან/და აცილების საკითხები რეგულირდება ამ დებულების 24-ე მუხლის მე-4-მე-9 პუნქტების შესაბამისად.“; კ.დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადაა 7 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა, უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე. 4. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წელი. საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა, უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელიც ცენტრში სააკრედიტაციოდ წარდგენილია იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს არ უწევთ განმეორებითი აკრედიტაცია, სააკრედიტაციოდ წარდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას პირობითი აკრედიტაცია ენიჭება აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლის ვადისა. პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.“; ლ) 279 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე (გარდა, უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამისა) სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში, ან სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა. 2. დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების და საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს, საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკას, ადამიანურ რესურსებს, დაწესებულების, პრაქტიკის ობიექტების, ლაბორატორიული და კლინიკური ბაზების რესურსებს.“; მ) 2710 მუხლის: მ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, დაწესებულების და საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის, შესაბამისი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნების, საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის, ადამიანური რესურსების, დაწესებულების, პრაქტიკის ობიექტების, ლაბორატორიული და კლინიკური ბაზების რესურსების გათვალისწინებით, ვიზიტის შედეგად დგება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.“; მ.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 279 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.“; ნ) 28-ე მუხლის: ნ.ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ცენტრი აღიარებს აკრედიტაციას, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს აწვდის წინასწარ ინფორმაციას შერჩეული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ (მათ შორის, პროგრამის სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილების მითითებით). 21. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, ცენტრი აღიარებს აკრედიტაციას, თუ პროგრამა აკრედიტებულია საქართველოში და ამავდროულად, მინიჭებული აქვს აკრედიტაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრი და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებული იმ ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით და მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება. დაწესებულება ცენტრს აწვდის წინასწარ ინფორმაციას შერჩეული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ.“; ნ.ბ) 21 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს ასევე აკრედიტაცია, რომელიც მინიჭებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მოქმედი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის ENQA - ს აფილირებული წევრის მიერ, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრირებულ ორგანიზაციას და რომელსაც, ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით და ახორციელებს კონკრეტული სფეროს პროგრამების შეფასებას და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისათვის იყენებს შესაბამის დარგობრივ სტანდარტებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს აწვდის წინასწარ ინფორმაციას შერჩეული ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ (მათ შორის, პროგრამის სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის/კვალიფიკაციების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტების, კრედიტების რაოდენობის, კრედიტების განაწილების მითითებით).“; ნ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2, 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღიარება ხორციელდება დაწესებულების მიერ ცენტრში შესაბამისი განცხადების, უცხოური ორგანიზაციის მიერ შექმნილი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და უცხოური ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.“; ნ.დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. გარდა ამ მუხლის მე-2, 21, 22 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ცენტრი უფლებამოსილია აღიაროს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია, თუ ამ ორგანიზაციის მიერ გამოყენებული გარე შეფასების მექანიზმი, ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, თავსებადია ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან, და ამგვარი აღიარების შესახებ დათქმა გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით. საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებამდე ცენტრი, ამ ხელშეკრულების პროექტის მომზადებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს უცხოური ორგანიზაციის გარე შეფასების მექანიზმების თავსებადობის დადგენას ეროვნულ დონეზე მოქმედ აკრედიტაციის სტანდარტებთან და პროცედურებთან.“; ნ.ე) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. დაწესებულება ვალდებულია აცნობოს ცენტრს ამ მუხლით გათვალისწინებული უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებაში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 12. ცენტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2, 21, 22, მე-4 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ უცხოურ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმებით განახორციელოს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის პირობების შემოწმება არაგეგმიური მონიტორინგის გზით ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ეგზავნება შესაბამის უცხოურ ორგანიზაციას და დაწესებულებას.“; ო) 281 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში;“; პ) 283 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ამ დებულების 281 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა;“; ჟ) 284 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 284. სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.“; რ) 29-ე მუხლის: რ.ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია და რომელზეც საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ამ დებულების 276 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის და 31-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა აკრედიტაციის პირობების შემოწმება გეგმური მონიტორინგის ფარგლებში;“; რ.ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია და რომელზეც ამ დებულების 276 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 22-211 პუნქტების შესაბამისად განხორციელდა შეფასების პროცესი და საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ანგარიში მიღებულია ცნობად.“; რ.გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის შემთხვევაში – 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს.“; რ.დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი დაწესებულებას უგზავნის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“; ს) 30-ე მუხლის: ს.ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის მინიჭების შემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ძირითადი სწავლის სფეროს კომპონენტების განმახორციელებელი აფილირებული აკადემიური პერსონალის საერთო რაოდენობა შეიცვალა არანაკლებ 1/3-ით, დაწესებულება ვალდებულია ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ცენტრს აღნიშნულის შესახებ.“; ს.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანა გამოიწვევს საგანმანათლებლო პროგრამის ორ ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამად გაყოფას, დაწესებულება ვალდებულია იმავე კალენდარული წლის განმავლობაში გაყოფილი საგანმანათლებლო პროგრამები, მიუხედავად მათი დეტალური სფეროს კოდებისა, მოიყვანოს შესაბამისობაში ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან და წარადგინოს ცენტრში. 5. ამ მუხლის პირველი, 11, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების, ასევე ამავე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს აკრედიტაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.“; ტ) 31-ე მუხლის: ტ.ა) მე-12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი: „121. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასევე განხორციელდეს დისტანციურად ან ნახევრად დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.“; ტ.ბ) 22-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 პუნქტი: „221. ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის, ან აკრედიტაციის ექსპერტის მიერ რეკომენდაციის შინაარსის, ფარგლებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.“; ტ.გ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. იმ შემთხვევაში თუკი ამ მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ დაწესებულების მიერ რეკომენდაციების 50%-ზე მეტი არ არის შესრულებული, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის/პირობითი აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.“; უ) 312 მუხლის: უ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სააკრედიტაციო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ინგლისურ ენაზე. ცენტრი უზრუნველყოფს იმ დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმანს, რომელთა ქართულ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესავსებ აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის დამტკიცებულ ფორმაში. ცენტრის მიერ სააკრედიტაციოდ წარმოდგენილი ინგლისურენოვანი დოკუმენტაციის ქართულ ენაზე თარგმნის საფასური დგინდება ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გაგზავნილი ინვოისით.“; უ.ბ) მე-8–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასებისას ჯგუფში სავალდებულოა იმ ქვეყნის წარმომადგენელი ექსპერტ(ებ)ის მონაწილეობა, რომელშიც საერთაშორისო აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება ფუნქციონირებს. აღნიშნული ექსპერტ(ებ)ი განისაზღვრება დაწესებულების ქვეყანაში უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან კონსულტაციის საფუძველზე. 9. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური/სამეცნიერო/მოწვეული პერსონალი და სტუდენტი, საერთაშორისო ექსპერტ(ებ)ი, დამსაქმებელი, ასევე შესაძლებელია მონაწილეობდნენ რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყნიდან მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები. 10. საგანმანათლებლო პროგრამების საბჭოს მიერ უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხილვისას, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული არაუმეტეს 2 საერთაშორისო ექსპერტი, რომლის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მოწვეულ პირებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (ჰონორარი მიეცემათ) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. 11. იმ შემთხვევაში, როდესაც სააკრედიტაციო განაცხადით წარდგენილია დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, შეფასების პროცესში ცენტრი ითვალისწინებს ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებულ მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელს, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტებს საბაზო სამედიცინო განათლების შესახებ და ასევე, აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების ქვეყანაში მოქმედ დარგობრივი მახასიათებლის ან კანონმდებლობით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს (არსებობის შემთხვევაში).“; უ.გ) მე-14 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი: „15. უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის ფორმები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.“. 2. ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის“ (დანართი №2) პირველი მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკრედიტაციის საფასური მოიცავს: ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ საპროგნოზო ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, აკრედიტაციის ექსპერტთა ანაზღაურების ხარჯებს, აკრედიტაციის პერიოდში საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს, ვიზიტის დროს სინქრონული თარგმნის ხარჯს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან შესაბამისი ოდენობის თანხას.“; ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრატურის ერთი საგანმანათლებლო პროგრამა სწავლის შედეგების მიხედვით გადის სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ერთ დეტალურ სფეროში მოცემულ ერთზე მეტ, მაგრამ არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა), მისი აკრედიტაციის საფასური იზრდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილი საფასურის 20%-ით ყოველი მომდევნო კვალიფიკაციისთვის.“; გ) მე-15 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი: „151. თუ კლასტერში შემავალი საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, აკრედიტაციის საფასურის ოდენობა დაიანგარიშება ამავე მუხლის მე-5, მე-6, მე-9 და მე-10 პუნქტების გათვალისწინებით.“; დ) მე-16 პუნქტის: დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა), ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში 2 016 ლარს;“; ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების საფასური საგანმანათლებლო პროგრამისათვის, რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია და რომელზეც საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 276 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტისა და 31-ე მუხლის შესაბამისად განისაზღვრა მონიტორინგის განხორციელება, შეადგენს ამ მუხლის მე-5-მე-10, მე-12 და მე-15 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფასურის 38%-ს.“; ვ) 21-ე და 22-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის/პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საფასური სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე. 22. ცენტრის მიერ სააკრედიტაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ქართულიდან ინგლისურ ენაზე და უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის შემთხვევაში, ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნის საფასური გამოიანგარიშება სათარგმნი გვერდების რაოდენობის მიხედვით და თანხის ოდენობა საგანმანათლებლო დაწესებულებას განესაზღვრება ცენტრის მიერ გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად. ერთი გვერდის თარგმნის ღირებულება შეადგენს 30 ლარს (2500 სიმბოლო).“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები