დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 292-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360050000.05.001.102512 |
|
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 68) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუშეთის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი შეადგენს 34 280 ჰექტარს.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა)
“; ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ კანონის მიზნებისთვის სოფელ ტბათანის ტერიტორია მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
“. 2. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმების შესაბამისად დაშვებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული აღდგენითი ღონისძიებების ან/და განაშენიანების ღონისძიებების განხორციელება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 18 თებერვალი 2025 წ. N292-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები