“ახალქალაქის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფიძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლოებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №185 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 26/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.494
  • Word
304
13/04/2006
სსმ, 57, 26/04/2006
040.030.000.22.022.008.494
“ახალქალაქის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფიძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლოებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №185 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.494

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 

ბრძანება №304

2006 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

,,ახალქალაქის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის  20 აპრილის №185 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის, ,,დაწყებითი პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ახალქალაქის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 20 აპრილის №185 ბრძანებით (სსმ III, 28.04.05, №52, მუხ. 554) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ახალქალაქის პროფესიული სას-წავლებლის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს წესდების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი;

ბ) წესდების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) თეორიულ სწავლებას (სპეციალური საგნების სწავლებას);“;

გ) წესდების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სასწავლებელში პროფესიული სწავლების შინაარსისა და სწავლების მეთოდიკის სრულყოფის თვალსაზრისით, დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება შეიქმნას საგნობრივი მეთოდური გაერთიანებები;“;

დ) წესდებას დაემატოს მე-17 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. გარდამავალი დებულებანი

იმ მოსწავლეებზე, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის დასასრულამდე აითვისებენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლებელი უფლებამოსილია  გასცეს დაწყებითი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია