,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 85, 17/06/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.001.080
  • Word
135
11/06/2008
სსმ, 85, 17/06/2008
010.240.030.10.003.001.080
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2008 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახაზინო სამსახური;“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12

1. სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვას, ანგარიშგებასა და ანგარიშსწორებას;

ბ) ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ხარჯების განწერის საფუძველზე დაფინანსების გეგმის გაშლას მხარჯავ დაწესებულებათა მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარმოდგენილი განაწილების მიხედვით;

გ) მხარჯავ დაწესებულებათა ვალდებულებების რეგისტრაციას დადგენილი წესის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმების შესაბამისად გადახდას დადგენილი წესით;

დ) შესაბამისი საგადასახადო, საბაჟო ორგანოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობების დაბრუნებას, აღრიცხვასა და ანგარიშგებას;

ე) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შემუშავებას.

2. სახელმწიფო ხაზინა მხარჯავი დაწესებულებებიდან იღებს ბიუჯეტის შესრულების ბალანსს.

3. სახელმწიფო ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე