დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 019 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 11/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016032 |
|
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის
–
საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2025 წლის 27 იანვრის №42 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 31/07/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016002) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ2“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ვ2) წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია – საპენსიო შენატანის დანაკლისით ან ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა;“. 3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „ფ) შედარება ან შემოწმება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით; ქ) არაჯეროვანი შესრულება – საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა;“. 4. მე-11 მუხლის შემდეგ დაამატოს 111 და 112 მუხლები შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. შედარების ფუნქციონალი 1. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის მიზნით, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებულია შედარების ფუნქციონალი, რომლის მეშვეობით დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს შედარების შედეგებს. 2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული არ ეთანხმება შედარების ფუნქციონალში მოცემულ შედარების შედეგებს, ის უფლებამოსილია, შედარების ფუნქციონალის ამისათვის გამოყოფილ გრაფებში მიუთითოს შესაბამისი კომენტარები; 3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/თვითდასაქმებული/არასტანდარტული დასაქმებული ეთანხმება შედარების ფუნქციონალში მოცემულ შედარების შედეგებს, ის უფლებამოსილია ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის შესაბამისად მოახდინოს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის ინიცირება. მუხლი 112. წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია 1. იმ შემთხვევაში, თუ შედარების ფუნქციონალში მოცემული შედარების შედეგების მიხედვით იდენტიფიცირდება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ზედმეტობით ან/და არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული/თვითდასაქმებული უფლებამოსილია დააინიციროს და დახუროს წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაცია. 2. იმ შემთხვევაში, თუ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ითვალისწინებს არაჯეროვანი შესრულების აღმოფხვრას, მისი დახურვისთვის აუცილებელია შესაბამისი ოდენობის საბალანსო თანხის არსებობა. 3. იმ შემთხვევაში, თუ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ითვალისწინებს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრას, დეკლარაციის დახურვიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში: ა) დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუბრუნდება დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს/არასტანდარტულ დასაქმებულს საბალანსო თანხის სახით; ბ) სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა, გადაირიცხება სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაირიცხება ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე. 4. ამ მუხლის შესაბამისად, ინიცირებული და დახურული წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია ავტომატურად ითვალისწინებს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის/თვითდასაქმებულის მიერ 111 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მითითებულ კომენტარებს. 5. ამ პუნქტის შესაბამისად გენერირებულ წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციაში მოცემულ ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული/თვითდასაქმებული და ასეთი დეკლარაცია შესაძლოა მონიტორინგის პროცესში გახდეს სააგენტოს მიერ შემოწმების საგანი.“. 5. 131 მუხლის შემდეგ დაემატოს 132 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 132. სქემაში მონაწილის სტატუსის გაუქმება 1. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ დამსაქმებლის მიერ შეცდომით მოხდა ისეთი დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება, რომელზეც კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არ ვრცელდება კანონი, სააგენტო უფლებამოსილია, ასეთ მონაწილეს, მისი დამსაქმებლის/მონაწილის მომართვის გარეშე, გაუუქმოს სქემაში მონაწილეობის სტატუსი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მონაწილისათვის სქემაში მონაწილეობის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია სტატუსის გაუქმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში: ა) დამსაქმებლის მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ, სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანი და მასზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადარიცხოს ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ დამსაქმებლის საბანკო ანგარიშზე ან დამსაქმებლის მიერ დამატებით ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილ მის სხვა საბანკო ანგარიშზე; ბ) სახელმწიფოს მიერ ასეთი მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანის თანხა გადარიცხოს სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ბიუჯეტის ერთიან სახაზინო ანგარიშზე. გ) სტატუსის გაუქმებისა და ამ პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანების და მათზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაბრუნების თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობოს დამსაქმებელს და მონაწილეს.“. 6. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს. 7. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-16 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. მომსახურების დისტანციურად (სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით) გაწევა 1. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის, დამსაქმებელთათვის, თვითადასაქმებულთა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების პროცესის, ამ პროცესში მათი უფლებების და ვალდებულებების, ასევე სააგენტოს მომსახურებების შესახებ დისტანციურად (ცხელი ხაზის) ინფორმაციის მიწოდებისას ან/და დაფიქსირებულ მოთხოვნებზე რეაგირებისას, მათი დაფიქსირებისა და მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია მოახდინოს ცხელ ხაზზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების აუდიოჩაწერა და მონიტორინგი. 2. აუდიოჩაწერის შემთხვევაში, როგორც შემომავალი, ასევე გამავალი საუბრის დროს, მოსაუბრეს საუბრის დაწყებამდე ეცნობება კომუნიკაციის აუდიოჩაწერის მიმდინარეობის და მიზნების შესახებ, ასევე სააგენტოს ალტერნატიული მომსახურების არხებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები