დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.105.016752 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2025 - 07/03/2025)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის ინსტრუქცია. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 დეკემბრის №39 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის ინსტრუქცია
|
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1. მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის ნებართვა ადასტურებს, მისი მიმღების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას. |
მუხლი 2.
მშენებლობის ნებართვის გაცემის ობიექტი |
1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ობიექტებზე.
2. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი (მესაკუთრე) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
|
მუხლი 4.
მოსაკრებლის ოდენობა |
1.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის ოდენობა ასაშენებელი/დასანგრევი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის შეადგენს:
ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში: ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 2 (ორი) ლარს; ა.ბ) სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარს; ა.გ) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისათვის – 3 (სამი) ლარს; ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: ბ.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 1 (ერთი) ლარს; ბ.ბ) სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 4 (ოთხი) ლარს; ბ.გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისათვის – 2 (ორი) ლარს. 2. ისეთი შენონა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისთვის, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2)-ს საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის – 200 ლარს; IV კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარს. 3. ხაზობრივი ნაგებობებისათვის მოსაკრებლის ოდენობა 1 (ერთი) გრძივ მეტრზე შეადგენს 1 ლარს. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები |
1. მოსაკრებელი ჩაირიცხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამის სახაზინო კოდზე – ბიუჯეტის შემოსავლების სახაზინო კოდი – 300823090
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება წინასწარ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებამდე. 3. მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროეტების მართვისა და არქიტექტურის სამსახური. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება და შეღვათი |
ა) მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა, თუ ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი არ აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს;
ბ) მოსაკრებლის განაკვეთი 50%-ით მცირდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის ნაცვლად ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების დამატებით ფართობზე, რომლითაც იგი აღემატება დაზიანებული ობიექტით დაკავებულ ფართობს. გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები. |
მუხლი 7.
მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 8.
მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი |
1. მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის სახით გადახდილი თანხა გადამხდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უბრუნდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები