დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016451 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016269) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების თანდართული წესის“ მე-11 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება იმ საცხოვრებელი ბინების გამოსყიდვა (გამოსასყიდი თანხა განისაზღვრება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრული საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულების ოდენობით), რომლებიც მდებარეობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის მქონე და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, გარდა საცხოვრებელი ბინებისა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ახორციელებს აღნიშნული ბინების მესაკუთრეების საკუთრებაში არსებულ იმ დამხმარე ნაგებობების გამოსყიდვას, რომლებიც მდებარეობენ ზემოთ მითითებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს (იგულისხმება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №265 დადგენილებით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის წესით“ დადგენილი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთის ფართობი).“; ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის“ მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) დამხმარე ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები