„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 271-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.102490
271-IIმს-XIმპ
06/02/2025
ვებგვერდი, 06/02/2025
010320000.05.001.102490
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურეზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 51-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლების მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე;“.

2. მე-80 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 91 მუხლის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 51-ე, 55-ე და 56-ე მუხლების, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის, 58-ე, მე-60–62-ე, 64-ე, 66-ე–68-ე და 70-ე–76-ე მუხლების, 77-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და X თავის, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 55-ე−57-ე, 61-ე, 63-ე−69-ე, 75-ე−78-ე და მე-80 მუხლების მოქმედება. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება აგრეთვე ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და 50-ე მუხლის მოქმედება.“.

3. 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადას, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადას, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადისა და ამ ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებამდე პერიოდის ჯამს.“.

4. 82-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მისი ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტის თაობაზე 1 თვით ადრე ან უფრო გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე მხარისთვის 1 თვით ადრე შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. თუ ამ პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ინიციატივით, ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით, მეორე მხარისთვის 1 თვეზე უფრო გვიანდელი შეტყობინების ფარგლებში წყდება, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“.

 

მუხლი 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად 2024 წლის 30 დეკემბრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდში შეუწყდა უფლებამოსილება, რომელსაც ამ უფლებამოსილების შეწყვეტიდან ამ კანონის ამოქმედებამდე პერიოდში არ დაუმყარებია შრომითი ურთიერთობა და რომლის თანამდებობაც აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობასთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე ვაკანტური დარჩა, უფლებამოსილება აღუდგეს ამ კანონის ამოქმედებისთანავე. მას ეს უფლებამოსილება შეუწყდეს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე, თუ მანამდე არ წარმოიშობა პირისთვის ამ მუხლის შესაბამისად აღდგენილი უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა კანონისმიერი საფუძველი. ამასთანავე, პირს, რომელსაც უფლებამოსილება ზემოაღნიშნულ შემთხვევაში აღუდგა, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ამ მუხლის შესაბამისად მის აღდგენამდე პერიოდი ჩაეთვალოს შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების პერიოდად და მიეცეს შრომის ანაზღაურება. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე გაეგზავნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (შეტყობინება).

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

6 თებერვალი 2025 წ.

N271-IIმს-XIმპ