საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 270-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 10/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.018114
270-IIმს-XIმპ
06/02/2025
ვებგვერდი, 06/02/2025
010250000.04.001.018114
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუნიციპალიტეტის გერბს, დროშას და სხვა სიმბოლოებს, მათი გამოსახვის ფორმებს და მათ აღწერილობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის  დეპარტამენტთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო. სავალდებულოა მუნიციპალიტეტის სიმბოლოების სახელმწიფო რეგისტრაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

6 თებერვალი 2025 წ.

N270-IIმს-XIმპ