დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 264-IIმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 06/02/2025 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
ძალაში შესვლის თარიღი | 10/03/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 450090050.05.001.102486 |
|
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 450090050.05.001.017494) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დოკუმენტის მწარმოებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) გადასცემს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 2 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.“. 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. გამოუცემელი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა დისერტაციებს, ავტორეფერატებსა და დეპონირებულ სამეცნიერო შრომებს სავალდებულო ეგზემპლარის უფლებით ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემენ საქართველოს შესაბამისი სამეცნიერო საბჭოები. ამასთანავე: ა) დისერტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 1 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში; ბ) ავტორეფერატი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა 2 ეგზემპლარის ოდენობით და ელექტრონული ვერსიის სახით, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში; გ) დეპონირებული სამეცნიერო შრომა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა შესაბამისი სამეცნიერო საბჭოს მიერ დეპონირებულ ნაშრომად აღიარებიდან 30 დღის განმავლობაში.“. 3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში.“. 4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. აუდიოვიზუალური ნაწარმოების სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა აუდიოვიზუალური ნაწარმოები გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას და საქართველოს ეროვნულ არქივს 2-2 ეგზემპლარის ოდენობით. ამასთანავე, აუდიონაწარმოები მათ გადაეცემა გამოსვლის დღეს, ფილმი და ვიდეოდოკუმენტი კი – კოპირებისთანავე.“. 5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული გამოცემა გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას.“. 6. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხოეთში გამოცემული და საქართველოში შემოტანილი დოკუმენტი გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 ეგზემპლარის ოდენობით, საქართველოში შემოტანის დღიდან 2 კვირის ვადაში.“. 7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდების მფლობელები საქართველოს ეროვნული საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდები იქმნება ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ეროვნულ არქივში.“. 8. მე-18 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი − ეროვნულ ბიბლიოთეკას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან. |
თბილისი, 6 თებერვალი 2025 წ. N264-IIმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები