დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 263-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450090020.05.001.102485 |
|
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.96, გვ. 9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბიბლიოთეკო სფეროში სტანდარტებსა და ნორმატივებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) წინადადებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).“. 2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა ეროვნული ბიბლიოთეკა, ხოლო აფხაზეთსა და აჭარაში – რესპუბლიკური ბიბლიოთეკები.“. 3. IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV. ეროვნული ბიბლიოთეკა მუხლი 17. ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილი საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში 1. ეროვნული ბიბლიოთეკა – საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკა – არის ქვეყანაში საბიბლიოთეკო საქმის კოორდინატორი და მეთოდური ცენტრი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების უნივერსალურ ინფორმაციულ მოთხოვნებს, ორგანიზებას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას და ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას. 2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული, ფასეული ობიექტი. ეროვნული ბიბლიოთეკა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია მისი საკუთრების ფორმის, პროფილის შეცვლა ან ლიკვიდაცია. გარანტირებულია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების მთლიანობა და გაუსხვისებლობა. მუხლი 18. ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის რეგულირება ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 10 მარტიდან. |
თბილისი, 6 თებერვალი 2025 წ. N263-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები