დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017905 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 71 მუხლის:
1. მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს (გარდა ფიზიკური პირისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, საბიუჯეტო ორგანიზაციისა და დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციისა) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში; ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები; გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა; დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ; ე) პირს გააჩნია საგადასახადო დავალიანება; ვ) მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება ან გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ; ზ) პირს გააჩნია რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება; თ) პირს რეგისტრაციიდან არ მოუხსნია საკონტროლო-სალარო აპარატი; ი) პირს არ განუხორციელებია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის განაშთვა; კ) პირს არ განუხორციელებია მატერიალური ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) განაშთვა; ლ) პირს საბანკო დაწესებულებაში არ აქვს დახურული ბოლო საბანკო ანგარიში; მ) პირს საგადასახადო ორგანოსათვის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ აქვს შესაბამისი საგადასახადო დეკლარაცია/დეკლარაციები.“. 2. მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი: „131. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება უკვე დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელთა რეესტრში; ბ) სრულყოფილად არ არის წარდგენილი ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები; გ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები პირის შესაბამისი უფლებამოსილება ან/და გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტის გადაწყვეტილებაუნარიანობა; დ) საგადასახადო აღრიცხვის გაუქმების თაობაზე განცხადება არ არის წარდგენილი უფლებამოსილი პირის მიერ.“. 3. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ-ე“ და „თ-მ“ ქვეპუნქტებით, ასევე 131 მუხლის „ბ-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს მიეცემა არანაკლებ 15 დღე არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საგადასახადო აღრიცხვის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები