ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 259-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/02/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.102482
259-IIმს-XIმპ
06/02/2025
ვებგვერდი, 06/02/2025
010100000.05.001.102482
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 99-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე:

ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით დაამტკიცოს მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქცია;

ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარდგინებით, ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით დაამტკიცოს უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის შესახებ დებულება.“.

2. 101-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. ამ კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 84-ე მუხლის პირველი და 21 ნაწილების მოქმედება შეჩერდეს 2027 წლის 1 იანვრამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

6 თებერვალი 2025 წ.

N259-IIმს-XIმპ