დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის №237 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.023.016888 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის №237 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 დეკემბრის №237 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.023.016361) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: 1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით წყვეტს წახალისების საკითხებს და განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოს გარდა სხვა დამატებითი ანაზღაურების ოდენობას;“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტი; ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; გ) ავტორიზაციის დეპარტამენტი; დ) ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტი; ე) დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის დეპარტამენტი.“. 3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 4. მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოში საქმისწარმოების ორგანიზება; ბ) საარქივო საქმიანობისწარმოების უზრუნველყოფა; გ) სააგენტოს შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვა; დ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და საკუთარი შემოსავლების ნაწილში სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროსთვის და სახაზინო სამსახურისთვის წარსადგენად კვარტალური და წლიური საფინანსო/სტატისტიკური ანგარიშების მომზადება; ვ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) სააგენტოს საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; თ) სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება, შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საკადრო რესურსების მართვისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამივლინებო დოკუმენტაციის გაფორმება; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ვაკანტური თანამდებობის შევსების მიზნით, სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ორგანიზება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; მ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ნ) განცხადებების, სარჩელების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება; ო) სააგენტოს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; პ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 7. ავტორიზაციის დეპარტამენტი ავტორიზაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის და ნებართვის გაცემასთან, გაუქმებასთან, გაცემაზე უარის თქმასთან და მასში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება; ბ) ავტორიზაციის, ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, პროფესიული დოზების უწყებრივი რეესტრის წარმოება; გ) ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) ბირთვული და რადიაციული ობიექტის პროექტის და მათში ცვლილებების შეთანხმება; ვ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება და აღრიცხვა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; თ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. მუხლი 8. ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტი 1. ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განსახორციელებლად; ბ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევის და არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მოპყრობაზე კონტროლი; დ) უსაფრთხოების შეფასების მიზნით დამოუკიდებელი კვლევების და ხარისხის კონტროლის განხორციელება; ე) კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული ავარიების პრევენციის, შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით ავარიული მდგომარეობის შეფასება, ღონისძიებების დასახვა და კონტროლი; ვ) გეგმური ინსპექტირების პროგრამის შემუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) ინსპექტირების, სააგენტოს თანამშრომლების პროფესიული დოზების და ინციდენტებზე რეაგირების რეესტრის წარმოება; თ) გარემოს ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი; ი) ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე საობიექტო, ადგილობრივი და ეროვნული მზადყოფნისა და რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების პერიოდულ შემოწმებაზე ზედამხედველობა; კ) ნებისმიერი რადიაციული ინციდენტისა და ავარიის კვლევის შედეგების ანალიზი მისი განმეორების თავიდან აცილების მიზნით; ლ) ავარიული მზადყოფნის ფორმატში საქმიანობის ობიექტებიდან მიღებული რადიაციული მონიტორინგის და გარემოს მონიტორინგის მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; მ) რადიაციული ავარიის კერის რადიოლოგიური შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ნ) დაზარალებულების დეკონტამინაციის და რადიაციული მონიტორინგის ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი; ო) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე რეაგირება და კრიმინალური სცენის რადიაციული მონიტორინგი, ნივთმტკიცების პირველადი რადიოლოგიური შემოწმება; პ) სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, პირველად რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; ჟ) შემოსულ ინფორმაციაზე (შეტყობინებებზე) რეაგირება; რ) არალეგალური, მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირება; ს) არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებულ ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე და მასალებზე კონტროლის განხორციელება დადგენილი წესით; ტ) კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; უ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ბირთვული და რადიაციული ავარიის, ინციდენტის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებას, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებენ ინსპექტირებისა და რეაგირების დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლები.“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81 . დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის დეპარტამენტი დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების მართვა; ბ) დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების მონიტორინგის უზრუნველყოფა; გ) დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების ფიზიკური დაცვის კომპლექსური სისტემის შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. 6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი 1. სააგენტოს დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი: ა) ასრულებს სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილის დავალებებსა და მითითებებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით; დ) უფროსს წარუდგენს რეკომენდაციებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; ე) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილის წინაშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები