დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 0 24 00003340 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 31/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
დირექტორის ბრძანება №REG 0 24 00003340
2024 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 9, პუნქტი 16), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (მუხლი 2, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „დ“) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს ა(ა)იპ „ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკს“ (ს/კ 402327656; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის III შესახვევი, №17) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება“ (ფილიალი).
2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების“ (ფილიალი) შესახებ პირველ პუნქტში მითითებული მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: ა(ა)იპ „ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის ბანკის“ (ს/კ 402327656) დირექტორის, ლალი ივანიშვილის განცხადება (№1303314, 09.12.2024წ.).
ადგილზე შემოწმების აქტი: № ლ/ნ - 2156 – 157, 27.12.2024 წ.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები