დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02/5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 30/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის ბრძანება №02/5
2025 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე და 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 24 ნოემბრის №05/05 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს, დანართ №1-ის შესაბამისად.
2. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართ №1-ში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
3. დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციას (სამსახური) ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართ №1-ში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს კულტურის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.
გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები