დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აღთაკლიის ტერიტორიული ორგანოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 აპრილის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.161.016008 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №5
2025 წლის 31 იანვარი
ქ. გარდაბანი
„აღთაკლიის ტერიტორიული ორგანოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 აპრილის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 16 იანვრის №8755 წერილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „აღთაკლიის ტერიტორიული ორგანოს დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 აპრილის №52 განკარგულების დანართში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღთაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ აღთაკლიაში, არსებული ქუჩების ცვლილება და სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება, არაბული ციფრების გამოყენებით, განხორციელდეს დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2
განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
მუხლი 3
განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
მუხლი 4
განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 5
განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მუხლი 6
განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის რაიონულ სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა № 6, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები