დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/02/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.128.016552 |
|
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის № 3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №3 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლი მაცნე, ვებგვერდი, 08/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.128.016204 ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად (თან ერთვის). 3. დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დანართი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები