„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.10.003.024920
30
31/01/2025
ვებგვერდი, 31/01/2025
140130000.10.003.024920
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2025 წლის 31 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ III, №113, 27/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:

მუხლი 11

1. ეს მუხლი აწესრიგებს XVII ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში − „ბაკურიანი 2025“ ბიათლონის შეჯიბრში (შემდგომში – ღონისძიება) უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ მონაწილეობის მიღების მიზნით სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის, მისი დამატებითი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანის, ქვეყნის ფარგლებში მისი გადატანისა და გადაზიდვა-გადაგზავნის საკითხებს.

2. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ბიათლონის სახეობაში მონაწილე პირების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მითითებული სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი დამატებითი ძირითადი ელემენტების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მითითებული რაოდენობით) საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ქვეყნის ფარგლებში მისი გადატანა და გადაზიდვა-გადაგზავნა, აგრეთვე ამ იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში მითითებული რაოდენობით) საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არ საჭიროებს ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის მოპოვებას და ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების უფლება აქვთ, როგორც 18 წელს მიუღწეველ, აგრეთვე 18 წელს მიღწეულ პირებს.

3. ღონისძიებაში გამოყენების მიზნით საქართველოში ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემოტანილი საბრძოლო მასალის ქვეყნის ფარგლებში საჭიროებისამებრ გადატანასა და გადაზიდვა-გადაგზავნას უზრუნველყოფს ა(ა)იპ – 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი (ს/ნ: 426133659) (შემდგომში – საორგანიზაციო კომიტეტი) და ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება არ საჭიროებს ამ დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის მოპოვებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან, ფესტივალის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყონ ამ მუხლის საფუძველზე საქართველოში შემოტანილი იარაღისა და მისი დამატებითი ძირითადი ელემენტების საქართველოდან გატანა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

5. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ბიათლონის სახეობაში მონაწილე პირებისა და მათ მიერ შემოსატანი სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის, იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის ნუსხას (რომელიც მათ შორის, მოიცავს ინფორმაციას სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის, იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის რაოდენობის შესახებ), შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, აგრეთვე ღონისძიების გამართვის თარიღებსა და ადგილმდებარეობას საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებული ეროვნული სპორტული ორგანიზაცია – ა(ა)იპ – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარუდგენს საქართველოს სპორტის სამინისტროს.

6. საქართველოს სპორტის სამინისტრო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას, ნუსხასთან ერთად, აწვდის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის შედგენის ფორმა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ წინასწარ თანხმდება სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან.

8. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირები, რომლებიც ახორციელებენ ამ მუხლით გათვალისწინებული იარაღის, მისი დამატებითი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანას, საქართველოდან გატანას, ქვეყნის ფარგლებში მის გადატანასა და გადაზიდვა-გადაგზავნას, ვალდებული არიან, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის შენახვა-ტარების, გადატანა-გადაზიდვისა და იარაღის ბრუნვის სხვა წესები.

9. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, დასაშვებია საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 17 ოქტომბრის №05/42/№76 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხით/სიით გათვალისწინებული სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღებისგან განსხვავებული სპორტული გრძელი ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა, ქვეყნის ფარგლებში მისი გადატანა, გადაზიდვა-გადაგზავნა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე