დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის, პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 31/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050040000.48.065.016045 |
|
საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესის, პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს საპატენტო კანონის“ 81 მუხლისა და „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და 33-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა“ თანდართული ფორმით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა
|
მუხლი 1.
ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე და არეგულირებს საქართველოს პატენტრწმუნებულის (შემდგომ – პატენტრწმუნებული) პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს, პირობებსა და სადაზღვევო თანხის მინიმალურ ოდენობას. მუხლი 2. პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში, მის ასანაზღაურებლად პროფესიული საქმიანობის განხორციელების მთელ პერიოდში ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. მუხლი 3. პატენტრწმუნებული ვალდებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში პატენტრწმუნებულთა ასოციაციას (შემდგომ – ასოციაცია) წარუდგინოს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი). მუხლი 4. პატენტრწმუნებულის სავალდებულო დაზღვევისათვის განისაზღვრება შემდეგი პირობები: ა) პატენტრწმუნებულის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს პატენტრწმუნებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობა პატენტრწმუნებულის ფუნქციის შესრულებისას მიყენებული მატერიალური ზიანისათვის; ბ) პატენტრწმუნებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ხდება მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულების დადებით. მზღვეველი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია; გ) სადაზღვევო შემთხვევად ითვლება დაზღვევის მოქმედების პერიოდში პატენტრწმუნებულის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება ან/და მის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება/შეუსრულებლობა, რაც გახდა მატერიალური ზიანის მიყენების საფუძველი; დ) პატენტრწმუნებულის ფუნქციის შესრულებისას მიყენებულ მატერიალურ ზიანს ანაზღაურებს მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდით. მუხლი 5. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების (დაზღვევის ხელშეკრულებისა და პოლისის) ვადის გასვლის, შეწყვეტის, ან გაუქმების შემთხვევაში, პატენტრწმუნებული ვალდებულია არაუგვიანეს 5 დღისა წარუდგინოს ასოციაციას პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტები. მუხლი 6. თუ პატენტრწმუნებული არ შეასრულებს ამ წესის მე-2, მე-3 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ასოციაცია ვალდებულია შეუწყვიტოს მას ასოციაციის წევრობა და მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. მუხლი 7. პატენტრწმუნებული ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით. მუხლი 8. პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარი. მუხლი 9. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პირი, რომელსაც საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მიენიჭა, ვალდებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ (შემდგომ – საქპატენტი) წარუდგინოს ამ წესით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტისა და, შესაბამისად, პატენტრწმუნებულის რეესტრიდან ამორიცხვის საფუძველია. მუხლი 10. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებამდე, კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს საქართველოს პატენტრწმუნებულები ასრულებენ საქპატენტის წინაშე. მუხლი 11. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებამდე, თუ პატენტრწმუნებული არ შეასრულებს ამ წესის მე-2, მე-3 ან/და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები