„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1-1/25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016893
1-1/25
31/01/2025
ვებგვერდი, 03/02/2025
040030000.22.024.016893
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის N1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/25

2025 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის № 1-1/592 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობის კაპიტნის და უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა/კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების გაცემა ვადის გაგრძელების მიზნით:

მე-7 სამუშაო დღეს – 500 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 665 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 735 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 800 ლარი;

იმავე დღეს – 835 ლარი.“;

ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის მართვის დონეზე პასუხისმგებელი უფროსი სამეთაურო შემადგენლობის უფროსი თანაშემწის და მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა/კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების გაცემა ვადის გაგრძელების მიზნით:

მე-7 სამუშაო დღეს – 400 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 565 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 635 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 700 ლარი;

იმავე დღეს – 735 ლარი.“;

გ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე გემის ექსპლუატაციის დონეზე პასუხისმგებელი საშუალო სამეთაურო შემადგენლობის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა/ კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების გაცემა ვადის გაგრძელების მიზნით:

მე-7 სამუშაო დღეს – 300 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 400 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 460 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 490 ლარი;

იმავე დღეს – 505 ლარი.

გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის კომპეტენციის დასადასტურებლად კვალიფიკაციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 85 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 135 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 165 ლარი;

იმავე დღეს – 175 ლარი“;

დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურების გაცემა ცვლილების შეტანის მიზნით;

მე-3 სამუშაო დღეს – 50 ლარი;

იმავე დღეს – 70 ლარი.“;

ე) „თ-კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე წვრთნის დამადასტურებელი კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 15 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 20 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 25 ლარი;

იმავე დღეს – 30 ლარი.

ი) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე წვრთნის დამადასტურებელი კვალიფიკაციის და სხვა სერტიფიკატის გაცემა;

მე-7 სამუშაო დღეს – 20 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 30 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 35 ლარი;

იმავე დღეს – 45 ლარი.

კ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე STCW-ის კოდექსის V თავით გათვალისწინებული კვალიფიკაციის სერტიფიკატი განახლება ნაოსნობის სტაჟის საფუძველზე;

მე-7 სამუშაო დღეს – 80 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 100 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 120 ლარი;

იმავე დღეს – 150 ლარი.“

ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) სხვა ქვეყნის მოქალაქეზე STCW-ის კოდექსის V თავით გათვალისწინებული კვალიფიკაციის სერტიფიკატის განახლება ნაოსნობის სტაჟის საფუძველზე;

მე-7 სამუშაო დღეს – 100 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 120ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 140 ლარი;

იმავე დღეს – 160 ლარი.“;

ზ) „ლ-ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ბოცმანის, დონკერმანის, ხარატის, ხარატ-შემდუღებლის, გემის მზარეულის, გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალის:

მე-7 სამუშაო დღეს – 85 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 135 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 165 ლარი;

იმავე დღეს – 175 ლარი.

მ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა:500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის უფროსი თანაშემწის, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსის, 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მეორე მექანიკოსის:

მე-7 სამუშაო დღეს – 95 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 115 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 130 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 145 ლარი;

იმავე დღეს – 170 ლარი.

ნ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის სამანქანო განყოფილების სავახტო მექანიკოსის სერტიფიკატის გაცემა:

 მე-7 სამუშაო დღეს – 90 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 105 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 120 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 140 ლარი;

იმავე დღეს – 165 ლარი.“;

თ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას:

ი) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შემდეგი სახის სერტიფიკატების გაცემა: ბოცმანის, დონკერმანის, ხარატის, ხარატ-შემდუღებლის, გემის მზარეულის, გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალის;

მე-7 სამუშაო დღეს – 190 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 240 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 290 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 340 ლარი;

იმავე დღეს – 390 ლარი.“;

კ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე GMDSS რადიოოპერატორის კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 200 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 265 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 290 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 320 ლარი;

იმავე დღეს – 325 ლარი.“

ლ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ) კომპეტენციის სერტიფიკატის შემცვლელი სერტიფიკატის გაცემა:

მე-3 სამუშაო დღეს – 30 ლარი;

იმავე დღეს – 80 ლარი.“;

მ) ,,ყ“ და ,,ყ 1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ყ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 85 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 115 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 145 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 175ლარი;

 იმავე დღეს – 205 ლარი. 

1) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემა:

მე-7 სამუშაო დღეს – 45 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 80 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 120 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 160 ლარი;

იმავე დღეს – 185ლარი.“;

ნ) ჰ 16 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ16) შიდა ნაოსნობის გემების წიგნში დარეგისტრირებული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები გემისთვის დროებითი/მუდმივი რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, გარდა ამ პუნქტის „ჰ17“ და „ჰ106 ქვეპუნქტებით განსაზღვრული მცურავი საშუალებისთვის:

მე-10 სამუშაო დღეს – 60 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 90 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 180 ლარი;

იმავე დღეს – 240 ლარი.“;

ო) „ჰ36“, „ჰ37“ და „ჰ38“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ36) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები იახტების, მოტონავების, კატარღების და გემების დროებითი რეგისტრაციის მომსახურება – 250 ლარი;“

37) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები იახტების, მოტონავების, კატარღების და გემების მუდმივი რეგისტრაცია – 250 ლარი;

38) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები იახტების, მოტონავების, კატარღების და გემების დროებითი რეგისტრაციის ვადის გაგრძელება, რომელიც ახორციელებს ნაოსნობას – 250 ლარი;“;

პ) „ჰ40“, „ჰ41“, „ჰ42“, „ჰ43“ და „ჰ44“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ40) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები იახტების, მოტონავების, კატარღების და გემების მოწმობაში ცვლილების შეტანა – 100 ლარი;

41) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები იახტების, მოტონავების, კატარღების და გემების საზღვაო იპოთეკის რეგისტრაციიდან მოხსნა – 100 ლარი;

42) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები იახტების, მოტონავების, კატარღების და გემების საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან მოხსნის ამონაწერის გაცემა – 300 ლარი;

43) საზღვაო იპოთეკის რეგისტრაცია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები იახტების, მოტონავების, კატარღების და გემებისათვის – 200 ლარი;

44) საზღვაო იპოთეკაზე ცნობის გაცემა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 საერთო ტევადობაზე (GT) ნაკლები იახტების, მოტონავების, კატარღების და გემებისათვის: 80 ლარი;“

ჟ) ,,ჰ59“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ59 ) საქართველოს ნავსადგურში გემის შესვლა-გასვლის გაფორმება:

100-1000 GT – 440 ლარი;

1001-5000 GT – 792 ლარი;

5001-15000 GT – 1276 ლარი;

15001 GT და მეტი – 1634 ლარი.

შენიშვნა: თუ გემი ერთი შემოსვლის ფარგლებში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის 100%, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%- ით.“;

რ) ,,ჰ61’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ61) ძებნა-გადარჩენის სისტემაში მონაწილეობის საფასური, გარდა ამ მუხლის „ჰ64“, „ჰ67“, „ჰ68“, და „ჰ72“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა – 580 ლარი.“;

ს) „ჰ74“, „ჰ75“, „ჰ76“ და „ჰ77“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ74) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზღვაო საწვრთნელი კურსის/პროგრამის აღიარება:

განცხადების შეტანიდან 16-დან 20 სამუშაო დღის განმავლობაში – 2500 ლარი;

განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 3500 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან 10 დღის განმავლობაში – 725 ლარი;

აღიარების სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში – 1100 ლარი.

შენიშვნა: ოცი დღის განმავლობაში შესაძლებელია განაცხადის შემოტანა არაუმეტეს ხუთი სასწავლოსაწვრთნელი კურსის/პროგრამის აღიარებაზე.“;

75) სამედიცინო დაწესებულების შერჩევის მომსახურება:

განაცხადის შეტანის 21-დან 40 დღის განმავლობაში – 10 000 ლარი;

განაცხადის შეტანის 15-დან 20 დღის განმავლობაში – 11 500 ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 350 ლარი;

სერტიფიკატში ცვლილების შეტანა განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 500 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან 30-ე დღეს – 1 500 ლარი;

შეჩერებული აღიარების განახლება განცხადების შეტანიდან მე-15 დღეს – 2 200 ლარი;

76) შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგის საფასური წლიურად – 3 000 ლარი; საფასურის გადახდა წარმოებს შერჩევიდან პირველი წლის გასვლისთანავე ყოველწლიურად შემდეგი 4 წლის განმავლობაში;

77) უფლებამოსილი ექიმის შერჩევის მომსახურება:

განცხადების წარდგენიდან 30-45 დღის განმავლობაში –2080 ლარი;

განცხადების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში – 3040 ლარი;“;

ტ) „ჰ84“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ84) საქართველოს ნავსადგურში ყოველი შესვლა/გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემებით მომსახურების საფასური 1 GT-ზე ყველა ტიპის გემისთვის, გარდა თევზსაჭერი, თევზსარეწი და თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის სატრანსპორტო გემებისა – 0.16 ლარი.

შენიშვნა: სამხედრო გემები, აგრეთვე გემები, რომლებიც საქართველოს ნავსადგურებში შემოდიან ნავსადგურებისთვის სანავსადგურე ინფრასტრუქტურაზე საჭირო სამუშაოების შესასრულებლად გათავისუფლდებიან ამ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად დანიშნული სახაზო გემებისთვის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის განაკვეთი შემცირდება 20%-ით.

თუ გემი ერთი შემოსვლის ფარგლებში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ პუნქტით გათვალისწინებული საფასურის 100%, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%- ით;“;

უ) „ჰ92“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ92 ) „საზღვაო კულინარიის“ გადამზადების პროგრამის აღიარება:

განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 3000ლარი;“;

ფ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ105“ და „ჰ106“ ქვეპუნქტები:

„ჰ105) გემის აგენტის გადამზადების პროგრამის აღიარება:

განცხადების შეტანიდან 10-დან 15 სამუშაო დღის განმავლობაში – 5000 ლარი;

106) მოტონავების მუდმივი/დროებითი რეგისტრაციის მოწმობის გაცემა:

მე-10 სამუშაო დღეს – 60 ლარი;

მე-5 სამუშაო დღეს – 70 ლარი;

მე-3 სამუშაო დღეს – 90 ლარი;

24 საათის გასვლისთანავე – 100 ლარი;

იმავე დღეს – 120 ლარი.“.

2. მე-3 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პირი, რომელიც პირველად მიმართავს სააგენტოს კომპეტენციის დამადასტურებელი კვალიფიკაციის/ სხვა სერტიფიკატის მიღების მიზნით (სანავიგაციო ვახტაზე მდგომი რიგითი, სამანქანე ვახტაზე მდგომი რიგითი და გემის სამაგიდე მომსახურე პერსონალი), გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, გათავისუფლებულია საფასურის გადახდის ვალდებულებისგან წინამდებარე წესიდან გამომდინარე.

14. საქართველოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და საზღვაო პრაქტიკის გავლის მიზნით გადის სერტიფიცირებას და უნდა აიღოს წვრთნის დამადასტურებელი კვალიფიკაციის სერტიფიკატი (პირადი გადარჩენის მეთოდები (STCW რეგ. VI/1); ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა (STCW რეგ. VI/1); ელემენტარული პირველადი დახმარება (STCW რეგ. VI/1), პირადი უსაფრთხოება და სოციალური პასუხისმგებლობა (STCW რეგ. VI/1); უშიშროებასთან დაკავშირებული უნარჩვევები (STCW რეგ. VI/6) უშიშროების განსაკუთრებული ვალდებულებები (STCW რეგ. VI/6)), მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი გათავისუფლებულია ყველა სახის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან წინამდებარე წესიდან გამომდინარე. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება დაჩქარებულ მომსახურებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი წარმოადგენს სათანადო დამადასტურებელ დოკუმენტაციას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი