„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016397
4
31/01/2025
ვებგვერდი, 03/02/2025
010250050.35.134.016397
„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2025 წლის 31 იანვარი

დაბა ქედა

„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

აქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  29 სექტემბრის  №20 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge ,03/10/2017, სარეგისტრაციო კოდი:  010250050.35.134.016228) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი  აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.).“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი დჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი  აღმზრდელი:

ა) აქვს უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;

ბ)  გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააღმზრდელო პროცესის დამხმარე პერსონალი – აღმზრდელი-თანაშემწე:

ა) აქვს არანაკლებ საშუალო განათლება.

3.  საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს:

ა) არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება;

ბ)  გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე