„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 31/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016736
1
31/01/2025
ვებგვერდი, 04/02/2025
300300000.16.009.016736
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2025 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული დადებითი ბალანსი, ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა;“;

გ) 31-ე მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის  შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული ელექტროენერგია გაითვალისწინება შესაბამისი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლებისგან ჯამურად შესყიდული ჭარბი ელექტროენერგიის რაოდენობაში.“;

დ) მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმწოდებლის შეცვლის პროცედურის მიმდინარეობისას არსებულ მიმწოდებელს, ახალ მიმწოდებელს, შესაბამის სისტემის ოპერატორსა და კომისიას შორის ურთიერთობა ხორციელდება სპეციალური ელექტრონული სისტემის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომლის მისამართი უნდა განთავსდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისა და მიმწოდებლის ვებგვერდებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე