„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2025
ძალაში შესვლის თარიღი 31/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016395
2
31/01/2025
ვებგვერდი, 03/02/2025
010250050.35.134.016395
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2025 წლის 31 იანვარი

დაბა ქედა

 

,,ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აგვისტოს №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/08/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.134.016221) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების II თავის 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41. აპარატის შემადგენლობა

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები არიან:

ა) აპარატის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – აპარატში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საკრებულოს თავმჯდომარეს ხელს უწყობს უფლებამოსილების განხორციელებაში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. საკრებულოს აპარატის შემადგენლობაში შედიან:

ა) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი;

ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – აპარატის უფროსის  მოადგილე;

გ) მეორე რანგი საშუალო მმართველობითი დონე: მეორადი სტრუქტურული ერთეულს ხელმძღვანელი  აპარატის განყოფილების უფროსი;

დ) მესამე რანგი  უფროსი სპეციალისტი დონე: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ე) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

 3. აპარატის მოხელის თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით და შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული სამუშაოს აღწერილობით.

4. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარესა და დასაქმებულს შორის.

5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარესა და დასაქმებულს შორის.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების IV თავის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი (შემდეგში – აპარატის უფროსი), რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების IV თავის მე-8 მუხლს დაემატოს „11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აპარატის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარესთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების IV თავის 81 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აპარატის უფროსს აპარატის გამართული ფუნქციონირების მიზნით ჰყავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – აპარატის უფროსის მოადგილე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების IV თავის 81 მუხლს დაემატოს „11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აპარატის უფროსის მოადგილის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და საკრებულოს თავმჯდომარესთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების V თავის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი.

აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 31 იანვრიდან და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე