„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016444
3
31/01/2025
ვებგვერდი, 03/02/2025
010250020.35.155.016444
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2025 წლის 31 იანვარი

ქ. წალკა


 

„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის №12 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250020.35.155.016127) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა)  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი)

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი),  რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას აფორმებს საკრებულოს თავმჯდომარე, მისი უფლებამოსილების ვადით.

2. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი):

ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

დ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (აპარატის უფროსი) ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (აპარატის უფროსი) საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის – პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (აპარატის უფროსი) არყოფნის შემთხვევაში მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.                                                                                                         

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 30 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი