„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016745
2
05/02/2025
ვებგვერდი, 06/02/2025
010250050.35.105.016745
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2025 წლის 5 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №10 დადგენილების (www.matsne.gov.ge,  23/01/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016723) დანართში შეტანილ იქნეს შედეგი ცვლილება:

ა) მესამე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ (სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლები) 18 წლამდე ასაკის განვითარების სხვადასხვა შეფერხების მქონე 10 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია, ნევროლოგის რეკომენდაციით) დაფინანსებას კალენდარული წლის (აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდი) განმავლობაში. მიმწოდებლის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ არასრულწლოვან მოქალაქეებს შემდეგი დიაგნოზებით:“;

ბ) მე-3 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვების (6-18 წ.) ინგლისური ენის შემსწავლელი წრეების (საბაზისო საფეხური: A1, A2) დაფინანსებას კალენდარული წლის ბოლომდე არა უმეტეს 30 მოსარგებლისთვის. მიმწოდებლის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში განსაზღვრული ვიზიტების (არანაკლებ 8, არაუმეტეს 12 ვიზიტი) გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკახაბერ ჩანგელია