დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016961 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №29 2025 წლის 28 იანვარი ქ. თბილისი |
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, არჯევან ანანიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს იუნკერ ოთარ ლორთქიფანიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე |
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები