ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ერეკლე II მოედანთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის ტერენტი გრანელის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ერეკლე II მოედანთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის ტერენტი გრანელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016958
26
28/01/2025
ვებგვერდი, 31/01/2025
000000000.00.101.016958
ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ერეკლე II მოედანთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის ტერენტი გრანელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №26

2025 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში კრწანისის რაიონში, ერეკლე II  მოედანთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის ტერენტი გრანელის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. კრწანისის რაიონში, ერეკლე II  მოედანთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს პოეტის ტერენტი გრანელის  სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                              გიორგი ტყემალაძე