დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №109/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.18.011.016901 |
|
„მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №109/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მიკრობანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №109/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/06/2023; ს/კ: 220010000.18.011.016701) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებისთვის მიკრობანკმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულებით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ დებულებით განსაზღვრული ლევერიჯის კოეფიციენტი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ჩარჩოს. თუ ამ დებულებით არ არის დარეგულირებული კონკრეტული საკითხი ან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულებით“ არ არის განმარტებული კონკრეტული ტერმინი, მიკრობანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი) შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებით, 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების შესახებ 575/2013 რეგულაციითა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ 2013/36 დირექტივით.“. 2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დერივატივი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგებები, რომელთა რისკის პოზიციის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების“ შესაბამისად; გ) ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციები – რეპო და უკურეპო ოპერაციები, ფასიანი ქაღალდებითა და საქონლით დაფინანსებული ტრანზაქციები და ზღვრული დაკრედიტების ტრანზაქციები (მათ შორის, გარესაბალანსო), რომლებიც განსაზღვრულია ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად. ასევე, გრძელვადიანი ანგარიშსწორების გარიგებები და მათი შესაბამისი რისკის პოზიციის ღირებულება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების“ შესაბამისად.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საბალანსო რისკის პოზიციები 1. საბალანსო რისკის პოზიციების ღირებულება წარმოადგენს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებებით შემცირებულ ძირითად თანხას, შესაბამის დარიცხულ მისაღებ პროცენტებსა და ჯარიმებს, მხარის მიმართ ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნებს, მათ შორის, დებიტორულ მოთხოვნებს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 21 ივნისის №111/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკრობანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ შესაბამისად განსაზღვრული საკრედიტო რისკის მიტიგაციის საშუალებები არ გამოიყენება საბალანსო რისკის პოზიციის ღირებულების შესამცირებლად. 3. ამ მუხლის მიზნებისთვის საბალანსო ელემენტებში ჩაითვლება დერივატივებისა და ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების სანაცვლოდ მიღებული უზრუნველყოფები, რომელთა აღიარება ხდება ბალანსზე.“. 4. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები