„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 220000000.18.011.016903
10/04
31/01/2025
ვებგვერდი, 31/01/2025
220000000.18.011.016903
„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №10/04

2025 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის  26 სექტემბრის №214/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/09/2018; ს/კ: 220000000.18.011.016342) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა)  პირველი მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებისთვის ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულებით.“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დებულებით განსაზღვრული ლევერიჯის კოეფიციენტი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ჩარჩოს.  თუ ამ დებულებით არ არის დარეგულირებული კონკრეტული საკითხი ან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულებით“ არ არის განმარტებული კონკრეტული ტერმინი, ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან (შემდგომში – ეროვნული ბანკი) შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებით, 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული მოთხოვნების შესახებ 575/2013 რეგულაციითა და 2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს საკრედიტო ინსტიტუტებისა და საინვესტიციო ფირმების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ 2013/36 დირექტივით.“.

ბ) მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დერივატივი – „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგებები,   რომელთა რისკის პოზიციის ღირებულება განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების“ შესაბამისად;

გ) ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციები – რეპო და უკურეპო ოპერაციები, ფასიანი ქაღალდებითა და საქონლით დაფინანსებული ტრანზაქციები და ზღვრული დაკრედიტების ტრანზაქციები (მათ შორის, გარესაბალანსო), რომლებიც განსაზღვრულია ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად. ასევე, გრძელვადიანი ანგარიშსწორების გარიგებები და მათი შესაბამისი რისკის პოზიციის ღირებულება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონტრაჰენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის შესახებ დებულების“ შესაბამისად.“;

დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. საბალანსო რისკის პოზიციები

1.  საბალანსო რისკის პოზიციების ღირებულება წარმოადგენს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებებით შემცირებულ ძირითად თანხას, შესაბამის დარიცხულ მისაღებ პროცენტებსა და ჯარიმებს, მხარის მიმართ ნებისმიერი სხვა სახის მოთხოვნებს, მათ შორის, დებიტორულ მოთხოვნებს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების“ შესაბამისად განსაზღვრული საკრედიტო რისკის მიტიგაციის საშუალებები არ გამოიყენება საბალანსო რისკის პოზიციის ღირებულების შესამცირებლად.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის საბალანსო ელემენტებში ჩაითვლება დერივატივებისა და ფასიანი ქაღალდებით დაფინანსებული ტრანზაქციების სანაცვლოდ მიღებული უზრუნველყოფები, რომელთა აღიარება ხდება  ბალანსზე.“.

ე) მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ) დანართი №1 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა