ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016533
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
29/01/2025
ვებგვერდი, 31/01/2025
010250000.35.113.016533
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/01/2025 - 28/01/2026)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2025 წლის 29 იანვარი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge. 01/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016512).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი №1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი


მუხლი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CN=IMG x ITL x C x K, სადაც:

1. CN – არის 1 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2. IMG – არის ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,52 ლარს;

3. ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი:

ა) ქალაქის ცენტრალური ზონა – 1,3;

ბ) ქალაქის შუალედური ზონა – 1,0;

გ) ქალაქის პერიფერიული ზონა – 0,8.

4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ2 დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის:

ა) ქალაქის ცენტრალური ზონისთვის 60-ს;

ბ) ქალაქის შუალედური ზონისთვის 35-ს;

გ) ქალაქის პერიფერიული ზონისთვის 30-ს.

მუხლი 2
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

ზონა

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

1

ქალაქის ცენტრალური

0,52

1,3

0,24

60

9,734

2

ქალაქის შუალედური

0,52

1,0

0,24

35

4,368

3

ქალაქის პერიფერიული

0,52

0,8

0,24

30

2,995

 

მუხლი 3
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 1,31 ლარს, ხოლო დაბისათვის ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50% და შეადგენს 2,184 ლარს.
მუხლი 4
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1მ2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 1,092 ლარს.
მუხლი 5
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 მუხლით დადგენილი ფასები.
მუხლი 6
,,ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქალაქ ოზურგეთის შეუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 6-მაგი ოდენობით და შეადგენს 26,208 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 მუხლში აღნიშნული წესი.

დანართი2

ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება

 

I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით

ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი I TL

დ. გურამიშვილის ქუჩის ორთავე მხარე (რკინიგზის ხაზამდე);

რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარე ლალიონის ქუჩამდე;

ლალიონის ქუჩა მ. კოსტავას ქუჩის კვეთამდე;

მ. კოსატავას ქუჩიდან ა. წერეთლის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას №2 და №4 ჩათვლით);

ა. წერეთლის ქუჩა თ. სახოკიას ქუჩის კვეთამდე;

ა. წერეთლისა და თ. სახოკიას ქუჩების კვეთიდან გურიის ქუჩამდე;

გურიის ქუჩა ალ. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე;

ალ. გრიბოედოვის ქუჩიდან ა. ერქომაიშვილის ქუჩამდე;

ა. ერქომაიშვილის ქუჩიდან ზ. ქობულაძის ქუჩის ჩათვლით, ალ. ყაზბეგის ქუჩის დასაწყისამდე;

ზ. ქობულაძის ქუჩიდან ე. თაყაიშვილის ქუჩამდე;

ე. თაყაიშვილის ქუჩიდან ა. წულაძის ქუჩამდე;

ა. წულაძის ქუჩიდან ე. ნინოშვილის ქუჩისა და ა. ჟორჟოლიანის ქუჩის კვეთამდე (მოიცავს N1 საჯარო სკოლას, N2 საბავშვო ბაღის, საავადმყოფო „ავერსისა“ და  ე. ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პარკის ტერიტორიას);

ე. ნინოშვილის ქუჩიდან დ. აღმაშენებლის ქუჩამდე;

დ. აღმაშენებლის ქუჩიდან დ, გურამიშვილის ქუჩის კვეთამდე.

- ცენტრალურ ზონას განეკუთვნება შესაბამისი კონტურის ფარგლებში მოქცეული ტერიტორია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1,3

 

II (შუალედური) ზონა ქუჩების მიხედვით

ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი I TL

ე. თაყაიშვილის ქუჩა (მდ. ბჟუჟის ხიდიდან უნივერსიტეტის ქუჩის კვეთამდე, შ.პ.ს. გზამშენი 18-ის, ყოფილი მანქანათმშენებელი და პურის ქარხნების მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით);

ალ. ჟორჟოლიანის ქუჩიდან ს. ესაძის ქუჩის კვეთამდე;

ს. ესაძის ქუჩა ლ. მალაზონიას ქუჩამდე;

ლ. მალაზონიას და დ. ბაქრაძის ქუჩამდე;

დ. ბაქრაძის ქუჩა თავისუფლების ქუჩამდე;

თავისუფლების ქუჩა დ. აღმაშენებლის ქუჩამდე;

დ. აღმაშენებლის ქუჩიდან ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩამდე;

ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს რკინიგზის ხაზამდე;

რკინიგზის ხაზის გასწვრივ ივ. ჯავახიშვილის ქუჩამდე;

ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან ი. შემოქმედელის ქუჩის კვეთამდე;

ი. შემოქმედელის ქუჩიდან კ. ლესელიძის ქუჩის კვეთამდე;

კ. ლესელიძის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩის კვეთამდე;

ნ. დუმბაძის ქუჩა, გ. გოგიტაძის ქუჩა ზ. დამენიას ქუჩის კვეთამდე;

ზ. დამენიას ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე;

ნ. ბარათაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩამდე;

ა. ჯორჯიაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I ჩიხამდე;

ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I ჩიხიდან ა. ერქომაიშვილის ქუჩის კვეთამდე;

ა. ერქომაიშვილის ქუჩა ალ. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე.

- შუალედურ ზონას განეკუთვნება ცენტრალური ზონის კონტურს გარეთ და შუალედური ზონის კონტურს შორის მდებარე ტერიტორია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

1,0

 

III (პერიფერიული) ზონა ქუჩების მიხედვით

ლოკალურ ტერიტორიული ინდექსი I TL

 

ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია

 

 

0,8