„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017903
23
29/01/2025
ვებგვერდი, 31/01/2025
200090000.22.033.017903
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №23

2025 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 62-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საცალო მიწოდების შემთხვევაში:

ბ.ა) ერთ ობიექტზე ნავთობპროდუქტის გაცემისას ერთი სარეალიზაციო ფასის არსებობისას - „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი“ (დანართი №III-17);

ბ.ბ) ერთ ობიექტზე ნავთობპროდუქტის გაცემისას ორი სარეალიზაციო ფასის არსებობისას - „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი ერთ ობიექტზე ორი სარეალიზაციო ფასის არსებობის შემთხვევაში“ (დანართი №III-171).“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჟურნალები შესაძლებელია იყოს ელექტრონული ან მატერიალური ფორმის;

ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი შესაძლებელია იყოს მხოლოდ მატერიალური ფორმის.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მატერიალური ფორმის ჟურნალები ინახება უშუალოდ იმ ობიექტზე, სადაც ხორციელდება ნავთობპროდუქტების მიღება-რეალიზაცია (შენახვა). მათი გატანა ან გაგზავნა სხვა ობიექტზე (შენობაში) დაუშვებელია, გარდა საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნის ან თანხმობის შემთხვევებისა.“;

დ) მე-6-მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. №III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-9 სვეტსა და №III-171 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-9 სვეტში აისახება დღის განმავლობაში ფასდათმობის გარეშე გაცემული ნავთობპროდუქტის რაოდენობა ლიტრებში.

7. №III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-11 სვეტისა და  №III-171 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-11 სვეტის შევსება ევალებათ მხოლოდ იმ გადასახადის გადამხდელებს, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ამ ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე-15 და 151 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8. №III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-12 და მე-13 სვეტებსა და №III-171 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-12 და მე-13 სვეტებს ავსებენ ის გადამხდელები, რომლებიც ნავთობპროდუქტების მიწოდებას ახორციელებენ ავტოგასამართი სადგურებიდან ფიზიკურ პირებზე ნსაფ-ის გამოწერის გარეშე და იყენებენ იდენტიფიცირებული ფიზიკური პირების მიმართ მათ მიერ შეძენილი საქონლის რაოდენობის ან/და დროის მონაკვეთის მიხედვით ეტაპობრივი ფასდათმობის სისტემას, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ყველა სავაჭრო თუ სარეალიზაციო ობიექტი (სადაც ხდება აღნიშნული ფასდათმობის სისტემის გამოყენება) ჩართულია ერთიან სააღრიცხვო სისტემაში, მუდმივი ან ნახევრად მუდმივი შეერთებით;

ბ) ყველა ობიექტიდან ინფორმაციის (ტრანზაქცია) გაცვლა (მიღება-გაცემა) ცენტრალურ სააღრიცხვო სისტემასთან ხდება სპეციალური სააღრიცხვო ტერმინალების მეშვეობით;

გ) სააღრიცხვო ტერმინალი მომხმარებელზე გადასაცემად ბეჭდავს დეტალურ ჩეკს შემდეგი ინფორმაციის მითითებით: შეძენილი საქონლის დასახელება, მთლიანი თანხა, ფასდათმობის რაოდენობა (შესაძლებელია იყოს როგორც პროცენტული, ასევე ფიქსირებული) და რეალურად გადახდილი თანხა;

დ) მთლიანი თანხის, საქონლის მიხედვით ფასდათმობის რაოდენობის და რეალურად გადახდილი თანხის (არანაკლებ თვითღირებულების) მითითებით, ყოველი ფასდათმობის ოპერაცია სააღრიცხვო ტერმინალში ფიქსირდება ფასდათმობის მიმღები ფიზიკური პირის ბარათის იდენტიფიცირებული ნომრის მიხედვით, ხოლო ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში – ფასდათმობის მიმღები ფიზიკური პირის სახელის, გვარის, პირადი ნომრის და ბარათის იდენტიფიცირებული ნომრის მიხედვით;

ე) ფასდათმობის რაოდენობა ფიქსირებულია ან გამომდინარეობს ბონუსური სქემიდან;

ვ) რეალიზატორი საწარმოს მიერ დამტკიცებული ბონუსური სქემა ფიქსირდება პროგრამულად და ეგზავნება მთელ ქსელში დამონტაჟებულ სააღრიცხვო ტერმინალებს;

ზ) როგორც ბონუსური სქემის, ასევე ფიქსირებული ფასდათმობის შემთხვევაში,  ცენტრალური სისტემა აწვდის სააღრიცხვო ტერმინალს ინფორმაციას ფასდათმობის რაოდენობის შესახებ კომპანიის მიერ შემუშავებული ფასდათმობის სქემის მიხედვით;

თ) როგორც ბონუსური სქემის, ასევე ფიქსირებული ფასდათმობის შემთხვევაში ფასდათმობის ზედა და ქვედა ზღვარი დგინდება რეალიზატორი საწარმოს მიერ;

ი) ფასდათმობის სისტემა თავსებადია რეალიზატორი საწარმოს ბუღალტრულ სისტემასთან. ყოველი ფასდათმობის ოპერაციის შედეგად მიღებული რეალიზაცია (დღის ოპერაციების მიხედვით ჯამში) აღირიცხება საწარმოს ბუღალტრულ სისტემაში;

კ) ინფორმაცია (სტატისტიკური თუ დეტალური) აღნიშნული ოპერაციებით რეალიზაციაზე გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია საგადასახადო ორგანოებისათვის;

ლ) ფასდათმობისას სისტემაში გამოყენებული ყოველი ბარათი არის ჩიპური ან მაგნიტური ტექნოლოგიის, აღრიცხული და დანომრილი.

9. III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-14 სვეტსა და №III-171 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-14 სვეტში მიეთითება ტექნიკური ჩამოსხმის საფუძველი – მადოზირებელი მექანიზმის სისწორის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. III-17 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-15 და მე-16 სვეტებსა და №III-171 დანართის შესაბამისი ჟურნალის მე-15 და მე-16 სვეტებში აისახება მადოზირებელი მექანიზმის შემოწმების მიზნით განხორციელებული ტექნიკური ჩამოსხმის/ჩაბრუნების ოდენობა (ლიტრებში).

11. №III-16 დანართის, №III-17 დანართის და №III-171 დანართის ჟურნალებში შესაბამისი ჩანაწერები კეთდება გადასახადის გადამხდელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.“.

2. დანართი №III-17-ის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №III-171.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი