დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ,,ხელვაჩაურის დღეები“-ს ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016402 |
|
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის ,,ხელვაჩაურის დღეების“ ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
ცვლილება შევიდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეების“ ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 ოქტომბრის №20 დადგენილებაში (მაცნე www.matsne.gov.ge 30/10/2023 და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016378) დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი რედაქციით. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეების“
ორგანიზების წესი
|
| მუხლი 1 |
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეების“ ორგანიზების წესით რეგულირდება ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის დაგეგმვა და გამართვა. |
| მუხლი 2 |
აღნიშნული წესის მიზანი და ამოცანაა ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის, ზეიმის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება და მათი საქმიანობისა და ცხოვრების წესის მაგალითით მომავალი თაობების აღზრდა. ტრადიციების, კულტურისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა და უკვდავყოფა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაზრდის ტურისტულ პოტენციალს. |
| მუხლი 3 |
1. ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაული ტარდება ყოველწლიურად, აგვისტო- სექტემბრის თვეში, დღესასწაული მოიცავს ხალხური თვითშემოქმედების საერთო და ჟანრობრივ დათვალიერებებს, კონკურსებს და სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისთვის დამახასიათებელი კუთხეების გამოფენას (ლაზური, მაჭახლური, აფხაზური და სხვა კუთხე).
2. სახალხო დღესასწაული აღინიშნება სამი დღის განმავლობაში პირველი ორი დღე დღესასწაული/ღონისძიება ჩატარდება მუნიციპალიტეტის მხრიდან შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო დასკვნითი დღის ღონისძიება ჩატარდება გონიოს ციხეში ან/და სხვა შერჩეულ ტერიტორიაზე, სადაც გაიმართება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამახასიათებელი კუთხეების გამოფენები (ლაზური, მაჭახლური, აფხაზური და სხვა კუთხე), მრავალფეროვანი გასართობი, მუსიკალური ღონისძიებები, მათ შორის, გასტრონომიული გამოფენა და სხვა აქტივობები. |
| მუხლი 4 |
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის მომზადება-ჩატარებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც ამ მისიას ახორციელებს მისადმი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით. |
| მუხლი 5 |
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის გაზიარება ხდება მუნიციპალიტეტის ისტორიული და თანამედროვე რეგალიების გათვალისწინებით. გამოიცემა სასუვენირო ლიტერატურა მზადდება მედალიონები, საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ სხვადასხვა შინაარსის წოდებები, სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ ღვაწლმოსილ პიროვნებებს. |
| მუხლი 6 |
ადგილობრივი მნიშვნელობის სახალხო დღესასწაულის „ხელვაჩაურის დღეების“ დაფინანსების წყაროა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ გათვალისწინებული თანხები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები