დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2829 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი |
| მიღების თარიღი | 05/10/1990 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 10, 31/10/1990 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/1997 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1983 წლის 4 ივნისის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ საბინაო კოდექსში (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1983 წ., №6, მუხ. 199) შემდეგი დამატებანი:
1. 77-ე მუხლის პირველ ნაწილში სიტყვების „კოოპერატივის წევრს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საკუთარი საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) მფლობელს“;
2. 149-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი ნაწილი:
„მესაკუთრეს უფლება აქვს თავისი კუთვნილი სახლი (სახლის ნაწილი) გაცვალოს სახელმწიფო, საზოგადოებრივი და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საბინაო ფონდის საცხოვრებელ სახლსა ან ბინაზე, აგრეთვე სხვა მესაკუთრის კუთვნილ სახლზე (სახლის ნაწილზე)“.
ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები ჩაითვალოს შესაბამისად მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებად.
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. გუმბარიძე
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია
თბილისი, 1990 წლის 5 ოქტომბერი
№2829 – XI
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები