„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 666
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 27/01/2025
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016764
666
27/01/2025
ვებგვერდი, 29/01/2025
000000000.00.00.016764
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №666

2025 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

 „თ1) იღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ;“;

 ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ქვეპუნქტი:

 „ე1) საბაჟო ტრანზიტის სამმართველო;“;

 გ) მე-9 მუხლის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქონლის გაშვების შემდეგ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ზრუნველყოფა;“;

გ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნილ მასალებზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის საბაჟო სანქციის შეფარდების მიზნით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;“;

დ) მე-10 მუხლის:

დ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბაჟო პროცედურის (გარდა ტრანზიტის პროცედურისა)/რეექსპორტის მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი;“;

დ.ბ) „ე1“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ე) მე-11 მუხლის:

ე.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული და განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე (გარდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა) დეპარტამენტის დასკვნების/შენიშვნების მომზადება ან/და ვიზირება;“;

ე.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნილ მასალებზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის საბაჟო სანქციის შეფარდების მიზნით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების პროექტის (გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრძანების პროექტისა) მომზადება;“;

ვ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. საბაჟო ტრანზიტის სამმართველო

1. საბაჟო ტრანზიტის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ტრანზიტის პროცედურის მონიტორინგი, ზედამხედველობა და ანალიზი;

ბ) „ახალი კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ დეპარტამენტის თანამშრომელთა და საქართველოში დაფუძნებული პირის დაშვების მიზნით გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;

გ) „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების მიზნით ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მაძიებლის განცხადების განხილვა და სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობების შემოწმება, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მინიჭების, მინიჭებაზე უარის თქმის, სტატუსის შეჩერებისა და სტატუსის გაუქმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი, ტვირთის უფლებამოსილი გამგზავნის/უფლებამოსილი მიმღების სტატუსის მქონე პირთა კონტროლი;

დ) TIR პროცედურაზე პირის დაშვებისთვის აუცილებელი პირობების შემოწმება, TIR პროცედურაზე პირის დაშვების, დაშვებაზე უარის თქმის, დაშვების შეჩერების ან დაშვების გაუქმების მიზნით გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, დაშვების მაძიებლისა და TIR პროცედურაზე დაშვებული პირის შესახებ მონაცემების დამუშავება- ანალიზი, TIR პროცედურაზე დაშვებული პირის კონტროლი;

ე) სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით:

ე.ა) დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდება და მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევა;

ე.ბ) დაინტერესებული პირის ინფორმირება საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე;

ვ) საქონლის საერთაშორისო გადაზიდვაზე საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში არსებული პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიკაცია და ანალიზი, მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

ზ) საქონლის საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ და განსახილველად (შესათანხმებლად) შემოსულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების პროექტებზე დეპარტამენტის დასკვნების/შენიშვნების მომზადება ან/და ვიზირება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის გაშვება საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭებით;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

კ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“;

ზ) 22-ე მუხლის:

ზ.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემებში მონაცემების შეტანაზე შერჩევითი კონტროლი, შეტანილი მონაცემების პროგრამული კორექტირება ან გაუქმება და სათანადო რეაგირება;“;

ზ.ბ) „დ6“ – „დ8“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ზ.გ) „დ8“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ9“ ქვეპუნქტი:

„დ9) „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ ტრანზიტის დეკლარაციის შევსებისას მონაცემთა დამუშავების სამმართველოში წარდგენილი, საქართველოს რეზიდენტის მიერ გაცემული ან CTC-ის წევრ ქვეყანაში გაცემული გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი, გარანტიის გაუქმების ან თანხის ჩამოჭრისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.

სამსახურის უფროსი ლევან კაკავა