ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016544
1
29/01/2025
ვებგვერდი, 30/01/2025
010250050.35.119.016544
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხონის მუნიციპალიტეტი
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2025 წლის 29 იანვარი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 21 მარტის №90 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2019, 010250050.35.119.016394) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებია: მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი, მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, რომელთა  მოვალეობები  განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციის  შესაბამისად.".

2. დადგენილების დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე