„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 აგვისტოს N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 აგვისტოს N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016557
3
28/01/2025
ვებგვერდი, 29/01/2025
010250050.35.112.016557
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 აგვისტოს N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2025 წლის 28 იანვარი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 აგვისტოს №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2024 წლის 27 აგვისტოს №12 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 03/09/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.112.016545) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირზე, თუ მას აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება სხვა საცხოვრებელ/არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარაა, რომ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ/ვერ იქნება საკმარისი საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  1-ლი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და შესაბამისი საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახს გააჩნია რეგისტრირებული შემოსავალი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სამუშაო ჯგუფის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე 6 თვის განმავლობაში ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავალი არ აჭარბებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში „მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამით“ გათვალისწინებული ქირის თანხის 6 თვის კომპენსაციას და ამავე პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრულ პირის საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას;“

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-2 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) თუ პირს უფიქსირდება უძრავ ნივთზე (არასაცხოვრებელ ფართზე/მიწის ნაკვეთზე და ა.შ.) მართლზომიერი მფლობელობისა ან სარგებლობის უფლება, სამუშაო ჯგუფი  ვალდებულია შეაფასოს ფაქტობრივი მდგომარეობა და განსაზღვროს უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის იქნება თუ არა საკმარისი.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-2 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) თუ პირს/ოჯახს შემოსავლების სამსახურში უფიქსირდება შემოსავალი, სამუშაო ჯგუფი  ვალდებულია შეაფასოს აღნიშნული შემოსავალი არის თუ არა საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-2 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ოქმს ხელს აწერენ ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.“.

6. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის.ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100 001-დან 200 000-მდე – 4 ქულა.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის  მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41პუნქტი:

„41. სამუშაო ჯგუფი, დროებითი საცხოვრებლით მოსარგებლე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მინიმუმ 3 (სამი) თვის განმავლობაში თავშესაფარში ოჯახის არცხოვრების ფაქტის (ცხოვრების ფაქტის დადასტურებად არ განიხილება ოჯახის წევრთა მიერ საცხოვრისში ერთჯერადი ვიზიტები ან მათი მხრიდან საცხოვრისის გამოყენება ნივთების განთავსება/შენახვის მიზნით, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა განმცხადებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით დასტურდება ოჯახის წევრთა მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების, მესამე პირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებსა და კურსებში ჩართვის და სხვა სასწავლო-შემოქმედებითი მიზნით) დადასტურების შესახებ ინფორმაციას, ოქმისა და ვიდეოჩანაწერის სახით, აწვდის ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტის მერს,  რომლის საფუძველზეც მზადდება ბრძანება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ყოველი შემდეგი შეფასება მოხდება წინა შეფასებიდან ორი წლის შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობისა და არსებული  საცხოვრებელი ფართების რესურსების შესაბამისად, გარდა ამავე დადგენილების მე-5 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე