საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 22/10/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60(67), 15/11/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2001
სარეგისტრაციო კოდი 000000030.00(9).003.000337
27
22/10/1999
სსმ, 60(67), 15/11/1999
000000030.00(9).003.000337
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

 დადგენილება №27

1999 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებულ „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში“ და 1999 წლის 30 ივლისის №24 დადგენილების რედაქციის გათვალისწინებით მისი მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს:

„6. კომერციული ბანკები ვალდებულnი არიან საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს წარუდგინონ ბანკის ხელმძღვანელის ხელის მოწერითa და ბეჭდით დამოწმებული პირველი და მეორე დეკადის დეკადური ბალანსები 15 და 25 რიცხვებში, ხოლო თვის ბალანსი, რომელშიც აისახება მესამე დეკადის მონაცემები, ფილიალების არმქონე ბანკებმა არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 3 სამუშაო დღისა, ფილიალების მქონე ბანკებმა კი არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა“.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე                                  ირაკლი მანაგაძე