დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040000000.32.061.016422 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/01/2025 - 21/03/2025)
|
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შესახებ
|
| მუხლი 1 |
საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ დებულების მე-14 მუხლის შესაბამისად:
1. დაწყებულ იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ (საიდენტიფიკაციო კოდი N405376659) ლიკვიდაციის პროცესი. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) გოგი მანია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილე – სალიკვიდაციო კომიისიის თავმჯდომარე; ბ) თამარ დალაქიშვილი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ დირექტორი - სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) გიორგი აქუბარდია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - სალიკვიდაციო კომისიის წევრი; დ) ხატია მირცხულავა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ შრომის, უსაფრხთოების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი; ე) ლელა გულუა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ შესყიდვებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მენეჯერი – სალიკვიდაციო კომისიის წევრი; ვ) ვლადიმერ ნიქაცაძე – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი - სალიკვიდაციო კომისიის წევრი. 3. სალიკვიდაციო კომისიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა. 5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრი“ ლიკვიდირებულად ჩაითვალოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის“ ლიკვიდაციის რეგისტრაციის ასახვის დღიდან. 6. თამარ დალაქიშვილს (პირადი N01027047799) დაევალოს, ამ დადგენილების აღსრულების მიზნით, განახორციელოს ყველა აუცილებელი მოქმედება, მათ შორის, ხელი მოაწეროს ყველა შესაბამის დოკუმენტს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მარეგისტრირებელ ორგანოში. |
| მუხლი 2 |
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ნ. ჯალაღონია). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები