„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 14/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016421
2
27/01/2025
ვებგვერდი, 29/01/2025
010340000.32.061.016421
„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №2

2025 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 17 ნოემბრის №56 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 19/11/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016121) დამტკიცებულ  „იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს, ასევე, მინისტრის აპარატის მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე.

2. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილების სფერო და საქმიანობის მიმართულებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნისას მინისტრის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2025 წლის 1 თებერვლიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი