„დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის №01-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის №01-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 480040040.22.030.016310
01-78
27/01/2025
ვებგვერდი, 30/01/2025
480040040.22.030.016310
„დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის №01-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-78

2025 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის №01-63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

1. „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის №01-63 ბრძანებით (ვებგვერდი, 22/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040040.22.030.016193) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიმაკა ბოჭორიშვილი



დანართი №1

დიპლომატიური რანგის მინიჭების წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დიპლომატიური რანგის მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დიპლომატიური რანგების მინიჭების წესსა და პირობებს.

2. დიპლომატიურ თანამდებობის პირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობების, ნამსახურები წლებისა და შეფასების შედეგების შესაბამისად, ენიჭებათ დიპლომატიური რანგები, გარდა უმაღლესი დიპლომატიური რანგებისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დიპლომატიური რანგი ენიჭებათ აგრეთვე დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით გათვალისწინებულ დიპლომატიური რანგის მქონე პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეს, დაკავებული თანამდებობებისა და ნამსახურები წლების შესაბამისად.

მუხლი 2. დიპლომატიური რანგების კატეგორიები

დიპლომატიურ სამსახურში დაწესებულია დიპლომატიური რანგების შემდეგი კატეგორიები:

ა) უმაღლესი დიპლომატიური რანგები:

ა.ა) საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

ა.ბ) საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

ბ) უფროსი დიპლომატიური რანგები:

ბ.ა) უფროსი მრჩეველი;

ბ.ბ) მრჩეველი;

ბ.გ) უმცროსი მრჩეველი.

გ) უმცროსი დიპლომატიური რანგები:

გ.ა) პირველი მდივანი;

გ.ბ) მეორე მდივანი;

გ.გ) მესამე მდივანი;

დ) პირველადი დიპლომატიური რანგი – ატაშე.

მუხლი 3. დიპლომატიური რანგების მინიჭების ვადები

1. დიპლომატიური რანგების მინიჭებისათვის დიპლომატიურ თანამდებობაზე, აგრეთვე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე განსაზღვრულია  სამსახურის გავლის შემდეგი ვადები:

ა) „ატაშეს“ პირველადი დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის – 1 წელი;

ბ) „მდივნის“ დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის – 2 წელი;

გ) „მრჩევლის“ დიპლომატიური რანგის მინიჭებისათვის – 3 წელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მორიგი რანგების მინიჭებისათვის დადგენილი ვადა აითვლება ბოლო დიპლომატიური რანგის მინიჭებიდან.

მუხლი 4. დიპლომატიური რანგის მინიჭების თანმიმდევრობა

1. მორიგი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება შესაბამისი წინა დიპლომატიური რანგის გათვალისწინებით.

2. დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით. დაუშვებელია დიპლომატიური რანგის მინიჭება საფეხურის გამოტოვებით, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა.

მუხლი 5. დიპლომატიური რანგის კატეგორიებისა და დიპლომატიური თანამდებობების თანაფარდობა დიპლომატიური რანგის მინიჭებისას

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით გათვალისწინებულ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც იმავე წესის შესაბამისად ენიჭება დიპლომატიური რანგი.

2. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ:

ა) მინისტრის პირველ მოადგილეს;

ბ) მინისტრის მოადგილეს;

გ) იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობა.

3. უფროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, აგრეთვე დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით გათვალისწინებულ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელსაც იმავე წესის შესაბამისად ენიჭება დიპლომატიური რანგი.

4. უფროსი დიპლომატიური რანგები ასევე ენიჭებათ  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

5. უმცროსი დიპლომატიური რანგები შეიძლება მიენიჭოთ უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.

6. პირველადი დიპლომატიური რანგი შეიძლება მიენიჭოთ პირველადი დიპლომატიური თანამდებობის პირებს.

მუხლი 6. დიპლომატიური რანგის მინიჭების პროცედურა

1.  ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უმაღლესი დიპლომატიური რანგები ენიჭებათ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მინისტრის წარდგინებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

2. უფროსი, უმცროსი და პირველადი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, გარდა გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირველადი დიპლომატიური თანამდებობის პირებისა, უფროსი, უმცროსი და პირველადი დიპლომატიური რანგები ენიჭებათ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობების, ნამსახურები წლებისა და ბოლო კარგი/საუკეთესო შეფასების საფუძველზე.

3. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფროსი დიპლომატიური რანგი ენიჭებათ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, დაკავებული თანამდებობებისა და ნამსახურები წლების საფუძველზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს დიპლომატიური რანგები ენიჭებათ ასევე ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით.

5. გამოსაცდელი ვადით დანიშნულ პირველადი დიპლომატიური თანამდებობის პირებს პირველადი დიპლომატიური რანგი ენიჭებათ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული კარგი/საუკეთესო შეფასების საფუძველზე.

მუხლი 7. დიპლომატიური რანგის მინიჭება დიპლომატიური თანამდებობის პირის უფრო მაღალი კატეგორიის დიპლომატიურ თანამდებობაზე გადაყვანისას

1. სამინისტროს სისტემაში პირველადი დიპლომატიური თანამდე­ბობის პირს უმცროს დიპლომატიურ თა­ნამ­­დე­­ბობაზე გადაყვანის შემთხვევაში, მიენიჭება შესაბამისი დიპლომატიური რანგი ნამსახურები წლე­ბის, დაკავებული თანამდებობისა და შეფასების შედეგების გათვალისწი­ნე­ბით.

2. სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური თანამდებობის პირს უფროს და უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაში, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუქტით განსაზღვრული ვადის, ნამსახურები წლე­ბის, დაკავებული თანამდებობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეფასების შედეგების საფუძველზე ენიჭება:

ა) უფროს დიპლომატიურ/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე გადაყვანისას – უმცროსი მრჩეველი;

ბ) უმაღლეს დიპლომატიურ/ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადაყვანისას – უფროსი მრჩეველი.

მუხლი 8. დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება

1. უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობაზე/პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ვადაზე ადრე ენიჭება უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი, ხოლო უფროს დიპლომატიურ თანამდებობაზე პირველად დანიშნულ პირს ასევე ვადაზე ადრე ენიჭება უმცროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

2. კარგი/საუკეთესო შეფასების შემთხვევაში, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის დასაშვებია დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება, შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.

3. შეფასების შედეგების საფუძველზე თითოეული კატეგორიის ფარგლებში დიპლომატიური რანგის ვადაზე ადრე მინიჭება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 9. დიპლომატიური რანგის მინიჭება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში არჩეულ, საერთაშორისო ორგანიზაციაში სამუშაოდ მივლინებულ და სხვა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე

1. დიპლომატიური თანამდებობის პირს, აგრეთვე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელიც არჩეული იქნება საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, ან სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოდ მივლინებული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციაში, აგრეთვე იმ დიპლომატიური თანამდებობის პირს, რომელიც დასაქმდება სხვა საჯარო დაწესებულებაში ისეთ თანამდებობაზე, რომლისთვისაც დადგენილი უფლებამოსილების სფეროში შედის მონაწილეობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებაში, უნარჩუნდება დიპლომატიური რანგი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს, სამინისტროში კვლავ დასაქმების შემთხვევაში, მორიგი რანგი მიენიჭებათ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამის ორგანოში ნამსახურები წლების გათვალისწინებით.

მუხლი 10. დიპლომატიური რანგების მოქმედების ვადები

1. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება ხდება სამუდამოდ.

2. დიპლომატიური თანამდებობის,  აგრეთვე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  პირის მიერ  თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, გარდა ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხდება მინიჭებული უფროსი ან უმცროსი დიპლომატიური რანგის მოქმედების შეჩერება.

3. პირის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებისას ხდება იმ დიპლომატიური რანგის მოქმედების აღდგენა, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა დიპლომატიური თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.

4. დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება ამ წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და შესაბამისი მოწმობის გაცემით.

5. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება დასტურდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო სიგელის გადაცემით.

მუხლი 11. დიპლომატიური რანგის მინიჭების ორგანიზება

დიპლომატიური რანგის თანმიმდევრული და დროული მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

მუხლი 12. დიპლომატიური რანგის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებები

დიპლომატიური თანამდებობის პირს, აგრეთვე ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ  პირს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა ან მიმდინარეობს დისციპლინური წარმოება მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, დიპლომატიური რანგი არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლის სამართლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან დისციპლინური წარმოების დასრულებამდე.

მუხლი 13. სოციალური გარანტიები

დიპლომატიური რანგისთვის დაწესებულია შესაბამისი დანამატი, რომლის ოდენობას მინისტრის წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.