დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017535 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და 82-ე მუხლის 14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 და 16 პუნქტები:
„15. სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტმა და აკადემიამ, ურთიერთშეთანხმებით, 2025 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად უზრუნველყონ შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლა იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრიდან – 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თანამდებობაზე დანიშნული არიან ამ წესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ან/და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლის გარეშე. მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან ამ პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამის პროგრამაზე/კურსზე წარუდგენლობის გამო, ამ წესის 501 მუხლის შესაბამისად. მოსამსახურე შესაბამისი პროგრამის/კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში პირადი განცხადებით/პატაკით აიყვანება კადრების განკარგულებაში ან ამ წესის 49-ე მუხლის შესაბამისად დაითხოვება სამსახურიდან. 16. ამ მუხლის 12, 13, და 14 პუნქტების მოქმედება ასევე გავრცელდეს 15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები