კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.149.016009
3
17/01/2025
ვებგვერდი, 28/01/2025
000000000.00.149.016009
კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი

  კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №3

2025 წლის 17 იანვარი

კასპი

კასპის მუნიციპალიტეტის  მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში  სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების  თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის მერი, 2024 წლის 05 დეკემბრის წინადადებით, შუამდგომლობს საკრებულოს წინაშე,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 12 ივლისის №151655 მომართვის  შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტში მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდების  თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ 2024 წლის 12 ივლისის N151655 მომართვის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. მიენიჭოს, კასპის მუნიციპალიტეტის მეფისქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ერთაწმინდაში სახელწოდების არმქონე ქუჩებს სახელწოდება დანართი №1-ის შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე;

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

 საკრებულოს თავმჯდომარე                                                                          შოთა ბეგლარაშვილი