„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2025
ძალაში შესვლის თარიღი 27/02/2025
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017532
3
27/01/2025
ვებგვერდი, 28/01/2025
140030000.22.034.017532
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №3

2025 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.“.

2. მე-12 მუხლის:

ა) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარ სამმართველოსა და საინჟინრო-სარემონტო სამმართველოში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ჩათვლით, საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ იმ თანამდებობებზე, რომლებზეც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უფროსი სპეციალური წოდება, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს საზღვაო მიმართულებით პროფესიული განათლების და მცურავ საშუალებებზე მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილების მქონე პირი.“;

ბ) 54 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54. სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის სამმართველოში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ჩათვლით, იმ თანამდებობაზე, რომელიც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს კინოლოგად მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება.“;

გ) 54 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 55-56 პუნქტები:

„55. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ჩათვლით, იმ თანამდებობებზე რომელთა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უფროსი სპეციალური წოდება, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც დადგენილი წესის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი და აქვს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 7-წლიანი გამოცდილება.

56. ამ მუხლის 52, 54-55 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მისაღები პირის სახელს და გვარს;“.

4. 282 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 282. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) მივლენა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შესაძლებელია მივლენილ იქნეს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო).“.

5. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 42. სამსახურიდან დათხოვნა თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო

სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს/გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, ასევე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 27 თებერვლიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური