დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 27/01/2025 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2025 |
ძალაში შესვლის თარიღი | 27/02/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.034.017531 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, №84, 23.06.2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ი1“-„ი2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი1) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) წარდგინებით ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შემუშავებულ კურსებს/პროგრამებს, შესაბამის სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს; ი2) სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) წარდგინებით ამტკიცებს მსმენელის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს;“; ბ) „ი4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი4) ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) ჩარიცხულ მსმენელთა ქცევის წესს;“. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“-„ვ3“ ქვეპუნქტები: „ვ1) მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში; ვ2) უზრუნველყოფს სასაზღვრო გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზების შევსებას/განახლებას, სასაზღვრო პოლიციის კარტოგრაფიულ საქმიანობას, სპეციალური ტოპოგრაფიული რუკების შედგენასა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდებას; ვ3) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო ნიშნების განლაგებასა და მათი მდგომარეობის სისწორის განსაზღვრას, ამასთანავე, სასაზღვრო ნიშნების განლაგების დარღვევისა და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდებას შემდგომი რეაგირების მიზნით;“; ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) უზრუნველყოფს სასაზღვრო წარმომადგენლის (სასაზღვრო კომისარი) საქმიანობის მხარდაჭერას და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდებას;“; ა.გ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი: „ო) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ან მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.“; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციის, ზედამხედველობის, სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო მთავარი სამმართველო;“. 4. მე-10 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 107 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შეიმუშავებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობის სისტემების განვითარების სტრატეგიას და ერთიან პოლიტიკას;“. 7. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო) სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო) კომპეტენციის ფარგლებში: ა) სასაზღვრო პოლიციის მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და სწავლების ძირითად მიმართულებებს; ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ – აკადემია) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა/სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ პირთა მიერ სპეციალური პროფესიული მომზადების პროგრამის გავლისას ახორციელებს კურსის პრაქტიკულ და თეორიულ უზრუნველყოფას აკადემიასთან კოორდინაციით; გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული საველე მეცადინეობების ორგანიზებასა და ჩატარებას დღის და ღამის პირობებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში; დ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის შესაბამის პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს; ე) შეიმუშავებს სწავლებისა და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიას, ნერგავს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფს მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას; ვ) უზრუნველყოფს შესაბამისი კურსის/პროგრამის დაგეგმვას სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულთან და სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით; ზ) უზრუნველყოფს კურსის/პროგრამის მსმენელთა შეფასებას გამოცდის/ტესტირების ჩატარებით ან სხვა სახის შეფასების სისტემის საშუალებით; თ) კურსის/პროგრამის დასრულების შემდეგ გასცემს შესაბამის სერტიფიკატს; ი) სასწავლო და შეფასების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; კ) ახორციელებს სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) მსმენელთა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობას, სასწავლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლსა და სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობას; ლ) უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით შესაბამისი სწავლების ორგანიზებასა და ჩატარებას; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 27 თებერვლიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები