დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 420000000.10.003.024913 |
|
„აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2024, 420000000.10.003.024465) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება ასევე არ ვრცელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე აშენებულ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტები), რომლებიც სათანადოდ ნიშანდებული არ არის, აგრეთვე იმ ასაშენებელ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტები), რომელთა მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2023 წლის 31 დეკემბრამდე ან რომელთა მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“: ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობების შეთანხმებისა და დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობების სიმაღლის შეზღუდვასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება მშენებლობის ნებართვის ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.“; ბ) 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: შენობა-ნაგებობის მშენებლობის პერიოდში გამოსაყენებელი იმ მოწყობილობის/მექანიზმის (სამშენებლო ამწე-მექანიზმი და სხვა) შესახებ წარმოდგენილი მონაცემები, რომლებიც აღემატება აეროდრომის დაცვის არის ზედაპირს, უნდა მოიცავდეს: გამოყენების პერიოდს, სიმაღლეს, ბრუნვის რადიუსს, ნიშანდებასა და გეოდეზიურ მონაცემებს, რომლებიც უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 მარტის №106 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესის“ დანართის შესაბამისად;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები