„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.024912
22
27/01/2025
ვებგვერდი, 28/01/2025
300310000.10.003.024912
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2025 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს საჰაერო კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესსა და პირობებში“:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – აეროდრომის მშენებლობის პროცესში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

მუხლი 31. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში ნებართვის გაცემის პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოები

მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების/არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მშენებლობა საჭიროებს შეთანხმებას:

ა) სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან − სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან − სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის დაცვის არეში.“.

3. მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობა შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლის თაობაზე ან საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ − „დ“ და „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაცია, ამავე წესის 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში.“.

4. მე-13 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის დაცვის არეში − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობა მშენებლობის პერიოდში გამოყენებული მოწყობილობის/მექანიზმის დასაშვები სიმაღლის თაობაზე ან საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაცია, ამავე წესის 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში.“.

5. დანართ 1-ით განსაზღვრული „IV კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლების“ „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) აეროდრომი კოდური აღნიშვნით − 4D-ზე ნაკლები (საანგარიშო საფრენი ზო­ლის სიგრძე − 1 800 მ-მდე, ასევე თვითმფრინავის ფრთის გაშლა − 36 მ-მდე);“.

მუხლი 2
დაევალოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპსამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოებისთვის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეებისა და შეთანხმებას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე