დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/01/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.10.003.024911 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ − „მ“ ქვეპუნქტები: „კ) სამოქალაქო აეროდრომის მშენებლობისას, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“ შესაბამისად − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო); ლ) სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად − სამოქალაქო ავიაციის სააგენტო; მ) სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად − საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“. 2. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში − ამავე წესის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ – „დ“ და „ვ“-„ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი დოკუმენტაცია.“. 3. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში − ამავე წესის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი დოკუმენტაცია.“. 4. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) აეროდრომი კოდური აღნიშვნით − 4D, 4E ან 4F (საანგარიშო საფრენი ზოლის სიგრძე − 1 800 მ და მეტი, ასევე თვითმფრინავის ფრთის გაშლა − 36 მ და მეტი);“. |
| მუხლი 2 |
დაევალოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეებისა და შეთანხმებას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები